| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, მუსიკის მასწავლებელ არეგნაზ მკრტჩიანის ორგანიზატორობით ღონისძიება სახელწოდებით - „გამარჯობა, ზამთარო“ ჩატარდა. ზეიმში მესამეკლასელები მონაწილეობდნენ. ისინი დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ და ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენაზე ლექსები წაიკითხეს.
მათ ღონისძიებაზე ასევე იმღერეს, იცეკვეს, სპექტაკლი გაითამაშეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
მოსწავლეთა შემოქმედობითობით იქ მყოფი თითოეული ადამიანი მოიხიბლა.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება