სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ალტერნატიული სასწავლო გეგმის სტანდარტი პედაგოგებისთვის 
01-12-2023
-
+


ალტერნატიული სასწავლო გეგმის სტანდარტი განკუთვნილია გონებრივი განვითარების უმძიმესი და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის.

დოკუმენტში ჩამოყალიბებულია მიზნობრივი და მეთოდიკური ორიენტირები, რომლებზე დაფუძნებითაც მასწავლებელმა უნდა შექმნას ადაპტირებული კურიკუმი.

ალტერნატიული სასწავლო გეგმის მიზანია მოსწავლეს განუვითაროს ფუნქციურ-კომპონენტური უნარები: კრიტიკული აზროვნება, შემოქმედებითობა, კომუნიკაცია, კოლაბორაცია, მოქალაქეობა, ხასიათი /ნებელობა.
 
სტანდარტის შედეგი: მოსწავლემ უნდა შეძლოს კონკრეტულ საკითხზე დაფუძნებით სამიზნე ცნების გაგება-გააზრება და სხვადასხვა ფუნქციურ კონტექსტში ეფექტიანად გამოყენება.
       
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე ახერხებს:        

1. პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად საჭირო ინფორმაციის გახსენებას, იდენტიფიცირებას, შედარებას, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენას,  შეფასებას, დასკვნის გამოტანას;    

2. სათანადო სამეტყველო ქმედების განხორციელებას კონკრეტული საკომუნიკაციო ამოცანების გადასაჭრელად (მაგ., საკომუნიკაციო სიტუაციის გააზრებას, მეტყველების ტიპის შერჩევას, არავერბალური სიგნალების გამოყენებას);       

3. შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენას საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების მაქსიმალური რეალიზებისათვის (მაგ.,  იდეების შეთავაზებას, სხვადასხვა ელემენტისაგან  კომბინაციების შექმნას, საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების გაცნობიერებას - ვინ ვარ მე);       

4.საკუთარი დამოკიდებულებების გამოვლენასა და სხვებთან თანამშრომლობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.

სტანდარტის საფუძველზე იქმნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. მისი განვითარების პროცესში საჭიროა შემდეგი მეთოდიკური რეკომენდაციების გათვალისწინება:

ფენომენზე დაფუძნებული სწავლება - სტანდარტი გულისხმობს ფენომენის შესწავლაზე დაფუძნებულ ტრანსდისციპლინურ სწავლებას, როდესაც მოვლენა, ობიექტი და სხვა ერთეული თავად ხდება შემეცნების ცენტრი/ათვლის წერტილი სხვადასხვა საგნობრივი რაკურსიდან. გამომდინარე აქედან ალტერნატიული სასწავლო გეგმა ცენტრალიზებულად არ განსაზღვრავს სამიზნე ცოდნას კონკრეტული საგნების მიხედვით. სასწავლო პროცესში შესასწავლი ფენომენები უნდა შეირჩეს იმის გათვალისწინებით, თუ რა თემები და საკითხები ისწავლება შესაბამის წელს სასკოლო კურიკულუმის მიხედვით სხვადასხვა საგანში.

პროტოტიპის შექმნა - სასწავლო პროცესში ყველა საკითხი უნდა დამუშავდეს, როგორც სამიზნე ცნება. მონათესავე ბუნების ცნებები უნდა გამოიყენებოდეს შესასწავლი ფენომენის განზოგადებული ვერსიის, პროტოტიპის შესაქმნელად. 

მრავალჯერადი რეპრეზენტაცია - სასწავლო პროცესში საჭიროა ერთი და იმავე ინფორმაციის მრავალჯერ და განსხვავებულად (ვერბალური, აბსტრაქტული, კონკრეტული, სიმბოლური, გრაფიკული) რეპრეზენტაცია. 

თვალსაჩინოებების გამოყენება - განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვალსაჩინოების გამოყენებას. თვალსაჩინოების, როგორც შთაბეჭდილების წყაროს,  როლი შეიძლება შეასრულოს უშუალო გარემომ (მაგ., საკლასო ოთახი, სკოლა, ეზო, ქუჩა, სახლი, ადამიანები, მოვლენები, ტრანსპორტი, ცხოველები და სხვ.). 

მულტისენსორული მიდგომა - უმძიმესი და მრავლობითი გონებრივი და ფიზიკური განვითარების დარღვევის  მქონე მოსწავლისთვის განკუთვნილ კურიკულუმში აქტივობა წარმოდგენილ უნდა იქნას სენსორული შეგრძნებების ჭრილში (მაგ., თუკი გაკვეთილის დროს შერჩეული აქტივობა არის ხატვა, მასწავლებელმა უნდა მიანიჭოს უპირატესობა თითებით ხატვას სხვადასხვა კონსისტენციისა და ტემპერატურის მქონე საღებავით, რათა მოსწავლემ მიიღოს რაც შეიძლება მეტი ტაქტილური და  ვიზუალური ინფორმაცია).

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

„სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პედაგოგების ღვაწლის სათანადოდ დაფასებაა“...

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„პატარა ხელებით დარგული თითოეული ნერგი სიყვარულის, ზრუნვისა და მომავლის სიმბოლოა“

„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით, მათი მონდომებითა და პასუხისმგებლობით!“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება