სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა იცვლება საბავშვო ბაღებისთვის 2024 წლიდან - ბიუჯეტი
08-12-2023
-
+


მარტივლის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა. რა იცვლება საბავშვო ბაღების მიმართულებით მუნიციპალიტეტში? - დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გატარდება სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, სტანდარტების შესაბამისად დაიხვეწება სააღმზრდელო პროგრამა/ მეთოდოლოგია, მოეწყობა იფრასტრუქტურა (ეზო, შენობა ინვენტარი...), მოხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი კვებით უზრუნველყოფა...

„ასევე ბიუჯეტში გათვალისწინებულია ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება, საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა (სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება“, - ნათქვამია დადგენილებაში.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში სულ 1585 სკოლამდელი ასაკის ბავშვია რეგისტრირებული, ტერიტორიაზე განთავსებულ 23 საბავშვო ბაღში დღეის მდგომარეობით შესაძლებელია 781 ბავშვის სწავლება. ხოლო 804 ბავშვი მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით. ფუნქციონირებს 23 საბავშო ბაღი; სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულია 222 თანამშრომელი, მათ შორის 58 აღმზრდელი და 47 თანაშემწე.

რაც შეეხება ცვლილებებს, იგეგმება სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება და ბაგა-ბაღების პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება