სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შესწავლა საინტერესო აქტივობით დაასრულეს
28-11-2023
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. აქტივობებითა და სხვადასხვა რესურსით გაჯერებული გაკვეთილები მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად სახალისოა, რაც მათ მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

X კლასის მოსწავლეებმა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების შესწავლა წარმატებით დაამთავრეს, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მიღწევებით თავადაც კმაყოფილები არიან. 

განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მათთვის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ შესწავლა. 

ნაწარმოების მიხედვით მოსწავლეებმა კედლის გაზეთი დაამზადეს. მეათეკლასელებმა კედლის გაზეთზე მეათე საუკუნის უმნიშვნელოვანესი ქართული ლიტერატურული ძეგლის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაიტანეს, უკვე ნასწავლი განიმტკიცეს და ბევრი ახალი დეტალიც აღმოაჩინეს. 

კედლის გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებისთვის გარდა სასწავლო-შემეცნებითისა თავშესაქცევიც აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება