სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონი“ ის პროექტია, რომელმაც ძალიან დიდი მოტივაცია მომცა“- ჩოხატაურის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
21-11-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს. მასში მონაწილეობით მოსწავლეები ცოდნასა და შესაძლებლობებს ავლენენ. ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის ჩოხატაურის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ტიტული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი თავართქილაძემ მოიპოვა.

კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის წარმომადგენელი, სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და „ეტალონი მოსწავლე“ ესაუბრნენ.

თეა მამალაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი:

ჩვენი მუნიციპალიტეტი „ეტალონთან“ დიდი ხანია თანამშრომლობს. მიმაჩნია, რომ ეს კონკურსი მომავალი თაობებისთვის კარგი და მნიშვნელოვანი პროექტია. ის მოსწავლეთა განვითარებას ხელს უწყობს. ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართულობა ორივე ეტაპში მაღალი იყო. ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ასეთი კონკურსისთვის ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა და „ეტალონის“ მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო.

ეკატერინე გურჯიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი:

„ეტალონთან“ ჩვენი თანამშრომლობა ბევრ წელს ითვლის, რითაც ძალიან კმაყოფილები ვართ. მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში დიდი მონდომებითა და ხალისით ერთვებიან. მერია გამარჯვებულ მოსწავლეებს წამახალისებელ ჯილოდოებს უკეთებს ხოლმე. მიმაჩნია, რომ „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებს ცოდნის დონის გაღრმავებასა და თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარება. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. ბავშვებიც მეტს კითხულობენ, მეცადინეობენ და მოტივირებულები არიან. მათ სურთ, რომ კითხვებს სწორად უპასუხონ და წარმატებულები გახდნენ.

იოსებ მეგრელიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავება, რასაკვირველია, მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. ეს გარშემომყოფთათვისაც სასიხარულო და მამოტივირებელია. მოსწავლეები ხედავენ, რომ კარგი სწავლითა და მონდომებით წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ლიზი თავართქილაძე ბავშვობიდანვე მიზანდასახული, უაღრესად მოწესრიგებული, შრომისმოყვარე და შედეგზე ორიენტირებული მოსწავლეა. ის ჩამოყალიბებული პიროვნებაა, რომლისგანაც ველოდებით, რომ ღირსეული მოქალაქე გაიზრდება და წარმატებული ადამიანი იქნება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, „ეტალონში“ მიღწეული წარმატება ნამდვილად არ გაგვკვირვებია.

ალეკო კვინტრაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:

ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მომწონს, კარგი პროექტია, მოსწავლეები ინტერესდებიან, მეტ ინფორმაციას ეცნობიან და ცოდნას იღრმავებენ. რაც შეეხება ლიზი თავართქილაძეს, კარგად სწავლობს, ნიჭიერებითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით გამოირჩევა. ყოველთვის ცდილობს, რომ სხვადასხვა ინფორმაცია მოიძიოს, თუ რაიმეს ვერ გაარკვევს, საკითხს ბოლომდე უღრმავდება. „ეტალონში“ რომ წარმატებას მიაღწევდა, ამის იმედი გვქონდა, რადგან ის თავისი ცოდნით ყოველთვის გამოირჩევა.

ლიზი თავართქილაძე, ჩოხატაურის „ეტალონი მოსწავლე“:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ბავშვობიდან ვმონაწილეობდი. ძალიან მომწონდა ეს პროექტი და ყოველთვის ვცდილობდი, მაქსიმალურად წარმომეჩინა ჩემი შესაძლებლობები. წელს განსხვავებული შემართებით ჩავერთე, წინასწარ არ მოვმზადებულვარ, თუმცა „ეტალონის“ ვიდეოებს ყოველთვის ვადევნებდი თვალს. შეკითხვები ძალიან საინტერესო იყო. ზოგიერთი კითხვა გამიმარტივდა, ზოგი შედარებით რთული იყო, თუმცა თავი არცერთ მათგანზე არ შემიკავებია. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ როცა 95 ქულა დამიფიქსირდა, გამარჯვების იმედი გამიჩნდა. რასაკვირველია, ამ წარმატებამ ძალიან გამახარა. მინდა აღვნიშნო, რომ „ეტალონი“ ის პროექტია, რომელმაც ძალიან დიდი მოტივაცია მომცა. სურვილი მაქვს უფრო მეტ ინტელექტუალურ პროექტში ჩავერთო.


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება