სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი

„ეტალონში“ მიღწეული წარმატება სხვა მოსწავლეებისთვისაც მნიშვნელოვანი მოტივაციაა“- ქუთაისის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
17-11-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე, მოტივირებასა და შესაძლებლობების წარმოჩენაზე ზრუნავს. მის მიმდინარეობაში ახალგაზრდები უდიდესი მონდომებით ერთვებიან. ამჯერად, დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის ქუთაისის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 

ტიტულის მფლობელი ქუთაისის N31 საჯარო სკოლის მოსწავლე ანი ბობოხიძე გახდა. 

კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გამარჯვებული მოსწავლის სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და „ეტალონი მოსწავლე“ ესაუბრნენ.

სალომე ფუტკარაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი:

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. მასში მონაწილეობით მოსწავლეები ზოგად განათლებას ავლენენ. ჩვენი ქალაქიდან ამ კონკურსში ძალიან ბევრი ახალგაზრდაა ჩართული, რაც, რასაკვირველია, მისასალმებელია. პირადად მე, ძალიან მიხარია, რომ გამარჯვება და ქუთაისის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტული გოგონამ მოიპოვა. ჩემთვის სასიხარულოა, როდესაც გოგონები წარმატებას აღწევენ. ზოგადად, მსგავს პროექტებს მივესალმები, „ეტალონის“ მიმართ დადებითად ვარ განწყობილი. ჩვენ წლებია, რაც „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ. ამ პროექტს დიდ წარმატებას ვუსურვებ.

მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

„ეტალონის“ მიმართ ჩემი აზრი ყოველთვის დადებითი იყო, მომწონს ეს კონკურსი. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც გადაცემა ტელევიზიით გადიოდა, მაშინ სულ სხვა მუხტი იგრძნობოდა, სულ სხვა ემოცია იყო. სოციალურ ქსელთან ყველა ასაკის ადამიანს არ აქვს წვდომა, ადრე კი გადაცემებს ყველა ქართველი გულდასმით უყურებდა. ეს მართლაც ეროვნული პროექტი იყო. სასურველი იქნებოდა, რომ ისევ დასწრებით ფორმატში იმართებოდეს.

ირმა შველიძე, ქუთაისის N31 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ყოველ წელს მონაწილეობენ. ეს ჩვენთვის ზედიზედ მესამე გამარჯვებაა. ბოლო 6 წელიწადში კი, მე-4 გამარჯვებაა. „ეტალონში“ მოსწავლეები საკუთარ ძალებში რწმუნდებიან. ნახულობენ, რა შეუძლიათ არამხოლოდ სკოლის, არამედ მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის მასშტაბით. ამის მიხედვით კი, განსაზღვრავენ, რა სჭირდებათ, სად არიან, რა მხრივ უნდა განვითარდნენ. როდესაც ჩვენი სკოლის მოსწავლე პირველად გახდა „ეტალონი მოსწავლე“, მაშინ ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი ჩამობრძანდა ჩვენს სკოლაში, მოეწყო შეხვედრა, შედეგად, შემდეგ წელს კონკურსში 100-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო. ამით იმის თქმა მინდა, რომ „ეტალონში“ მიღწეული წარმატება სხვა მოსწავლეებისთვისაც მნიშვნელოვანი მოტივაციაა. ისინი კონკურსისთვის წინასწარ ემზადებიან, კლასში იკრიბებიან, მუშაობენ. ჩვენ სკოლაშიც ვატარებთ სხვადასხვა კონკურსს, რაც მათთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა.

ლელა კინწურაშვილი, ქუთაისის N31 საჯარო სკოლის ეტალონი პედაგოგი:

„ეტალონში“ ჩვენი მოსწავლის წარმატება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა, მივესალმებით. რაც შეეხება ანი ბობოხიძეს, ძალიან მოწესრიგებული, ჭკვიანი, განათლებული მოსწავლეა. ყველა ის თვისება აქვს, რაც მოსწავლეს უნდა ჰქონდეს, რასაკვირველია, ყველანაირად დადებითად ვახასიათებ და წარმატებას ვუსურვებ. გვწამს, რომ საქართველოს მასშტაბით გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენს სკოლას ამის გამოცდილება აქვს, განებივრებულები ვართ. ფინალისთვის მხოლოდ დადებითი მოლოდინები გვაქვს.

ანი ბობოხიძე, ქუთაისის „ეტალონი მოსწავლე“:

ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ ქუთაისის „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი. მინდა, რომ შემდეგ წლებშიც გავიმარჯვო. აღსანიშნავია, რომ კონკურსისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ, არ მიფიქრია, რომ პირველ ადგილს დავიკავებდი. შესაბამისად, გამარჯვება მოულოდნელი იყო. ჩემთვის კითხვები ძალიან საინტერესო იყო, ზოგად ცოდნას მოითხოვდა.


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე
 

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება