| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურის საჯარო სკოლაში პედაგოგების როლსა და შრომას აფასებენ.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
ბავშვებმა საყვარელი მასწავლებლები დაახასიათეს და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. მოსწავლეებმა ასევე საინტერესო პლაკატი დაამზადეს.
აქტივობაში ბავშვები დიდი ენთუზუაზმით ჩაერთნენ.
„ერთ წიგნს, ერთ კალამს, ერთ ბავშვსა და ერთ მასწავლებელს, შეუძლია შეცვალოს სამყარო“, - ეს სიტყვები უძღვოდა წინ აღნიშნულ დღეს.
სასკოლო საზოგადოება ამ დღეს ყველა მასწავლებელს ულოცავს.
„ძვირფასო მასწავლებლებო, დიდი სიყვარულითა და მადლიერებით, გილოცავთ მასწავლებელთა ეროვნულ დღეს! გისურვებთ დიდხანს გემოღვაწეოთ ჯანმრთელად და ბედნიერად. მრავალი ღირსეული თაობა აღგეზარდოთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ