სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„451º ფარენჰაიტი“ - ადგილი, სადაც წიგნებს წვავენ
16-05-2018
-
+


გიყვართ სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრი, რომელშიც დისტოპიური* რეჟიმია აღწერილი? 

მაშინ თქვენ აუცილებლად გექნებათ წაკითხული რეი ბრედბერის რომანი „451º ფარენჰაიტი“. 

ხოლო თუ ფილმების მოყვარული ბრძანდებით, განსაკუთრებით კი ეკრანიზაციების, ისიც გეცოდინებათ, რომ აქამდე რომანის მხოლოდ ერთი ეკრანიზაცია არსებობდა, ფრანგი რეჟისორის ფრანსუა ტრიუფოს მიერ 1966 წელს გადაღებული ფილმი. 

და თუ არ იცით, მაშინ ჩვენგან შეიტყობთ, რომ 2018 წელს ახალ „451º ფარენჰაიტს“ უნდა ელოდოთ. 

ეს რთული მისია თავის თავზე ირანელმა რეჟისორმა რამინ ბაჰრანმა აიღო, რომელსაც ფილმებით „99 homes“ და „chop shop“ ვიცნობთ. 

ფილმში მთავარ როლებს მაიკლ ბ. ჯორდანი (მონტეგი) და მაიკლ შენონი (კაპიტანი ბეითი) ასრულებენ.  

„451º ფარენჰაიტი“ კანის 2018 წლის ფესტივალზე შუაღამის ჩვენებაზე აჩვენეს, ხოლო სატელევიზო პრემიერა 19 მაისს HBO-ს ეთერში შედგება. 

ფილმის ხანგრძლივობა 1 საათი და 40 წუთია. 

იხილეთ ტრეილერი

*დისტოპიური – მიმდინარეობა ლიტერატურაში, როდესაც ნაწარმოები აღწერს სახელმწიფოს ან ფუტურისტული საზოგადოების უტოპიის ნეგატიურ მხარეს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„შემოგვაქვს სმარტ-კლასები“... - ახალი სასწავლო წლის ცვლილებებზე მინისტრის განმარტებები

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

„განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ საერთაშორისო შეფასების ნაწილი ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლაც იყო“
 

სკოლამ მომავალ პირველკლასელებსა და მათ მშობლებს უმასპინძლა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება