სიახლეები
სიახლეები, ეტალონი

„გამარჯვების შემდეგ უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული გავხდი“- ონის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა 
02-11-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის ონის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 

აღნიშნული ტიტულის მფლობელი - უწერის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე სალომე გობეჯიშვილი გახდა. 

კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა და მასში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

შეგახსენებთ, რომ სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.  ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ etaloni.ge-ს მუნიციპალიტეტის მერი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის უფროსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, სკოლის დირექტორი, მასწავლებელი და „ეტალონი მოსწავლე“ ესაუბრნენ. 

სერგო ხიდეშელი, ონის მუნიციპალიტეტის მერი:

ჩვენს მუნიციპალიტეტში კონკურსის მეორე ეტაპი 27 ოქტომბერს გაიმართა, დისტანციური შეჯიბრის ფარგლებში კი მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ამ ტიტულის მფლობელი უწერის საჯარო სკოლის მოსწავლე სალომე გობეჯიშვილი გახდა. მინდა, რომ მას მივულოცო და წარმატება ვუსურვო. რასაკვირველია, ეს ამბავი ძალიან სასიხარულო და საამაყოა. აღსანიშნავია, რომ პირველმა სამეულმა თანაბარი - 75-75 ქულა მიიღო, გამარჯვებულმა კი დანარჩენებს დროში აჯობა.

ჩემი აზრით, ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ სკოლის მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია. მასში მონაწილეობით მოსწავლეები უფრო მოტივირებულები ხდებიან. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ „ეტალონ მოსწავლეს“ მუნიციპალიტეტიდან საჩუქარი გადაეცემა, ეს ჩვენგან ერთგვარი წახალისებაა. რასაკვირველია, ამ პროექტთან თანამშრომლობის გაგრძელებას ვგეგმავთ, რადგან ეს კონკურსი ძალიან კარგია. პრაქტიკამაც გვაჩვენა, რომ მოსწავლეები დაინტერესებულები არიან ყოველწლიურად ჩაერთონ ინტელექტ-ჩემპიონატში. ისინი მოტივირებულები არიან, რომ ისწავლონ და შემდგომში ჩვენს კუთხესა და ქვეყანას გამოადგნენ.

ნინო მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

როგორც ყოველთვის, ამჯერადაც საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობით, ჩვენი მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები ძალიან დაინტერესებულები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ წელსაც ისევე, როგორც შარშან უწერის საჯარო სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა. ახლა „ეტალონი მოსწავლე“ სალომე გობეჯიშვილი გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ „ეტალონის“ კონკურსში კითხვები სასკოლო პროგრამიდანაც არის და არაფორმალური განათლების ელემენტებსაც მოიცავს, ბავშვებისთვის მეტად საინტერესოა. მოსწავლეები კითხულობენ ხოლმე, როდის იწყება ეს კონკურსი. წარმატებას ვუსურვებ „ეტალონის“ მთელ გუნდს, ეს კონკურსი, შეიძლება ითქვას, რომ პრიორიტეტულია.

ნანული მეტრეველი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ჩვენი მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან. ამის დასტურია ისიც, რომ უკვე მესამედ გვყავს ონის „ეტალონი მოსწავლე“.  ამდენად, ბავშვები მოტივირებულები არიან და წარმატებული მოსწავლეებისგან მაგალითს იღებენ. ისინი ცდილობენ, რომ ყველა ეტაპს მომზადებულები შეხვდნენ. რაც შეეხება სალომეს, ის ძალიან კარგი ბავშვია, ნიჭიერი და შრომისმოყვარე. მან სხვებს დროში აჯობა. „ეტალონში“ მიღწეული წარმატება მოსწავლეების მომავლისათვის მნიშვნელოვანია. ასევე, ეს გამარჯვება სხვა მოსწავლეებისთვის შეიძლება გზამკვლევი იყოს.

ირმა რეხვიაშვილი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერის საჯარო სკოლის ეტალონის პედაგოგი:

„ეტალონში“ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, ელოდებიან ხოლმე როდის დაიწყება ეს კონკურსი. რა თქმა უნდა, უდიდესი სიხარული იყო მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ჩვენი სკოლის მოსწავლე რომ გახდა. სალომე გობეჯიშვილი ნიჭიერი, მონდომებული გოგონაა. ველოდი, რომ კონკურსში წარმატებას მიაღწევდა. მოსწავლეთა ცხოვრებაში „ეტალონში“ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. მათ მოტივაცია ეზრდებათ, მეტად აქტიურები ხდებიან.

სალომე გობეჯიშვილი, ონის „ეტალონი მოსწავლე“:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ გამარჯვება ძალიან გამიხარდა, უფრო მოტივირებული და თავდაჯერებული გავხდი. კონკურსში მონაწილეობისთვის წინასწარ ვემზადებოდი. ზოგადად, მსგავს კონკურსებში ხშირად ვმონაწილეობდი, თუმცა „ეტალონში“ წელს პირველად ჩავერთე. გამარჯვებით გამოწვეული ემოცია უდიდესი სიხარული იყო. პირველი ადგილის დაკავებას არ ველოდი, თუმცა მიხარია, რომ გავიმარჯვე.


ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

„პედაგოგს ისეთი მიდგომები უნდა ჰქონდეს, რომ დააინტერესოს მოსწავლე“ - ქიმიის გამოცდიდან გამოსული მასწავლებლობის მსურველები ტესტის შესახებ საუბრობენ

გრაფიკები, იმპულსები, მუხტები... - ცნობილია, რა წერეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდაზე

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

სიახლეები
საზოგადოება