| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2024 წელს ჩატარდება 95-ზე მეტი საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება, რისთვისაც 37 000 000 ლარი დაიხარჯება - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ.
მისივე თქმით, გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ყველა დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტი გაგრძელდება, მათ შორის ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდაჭერის პროგრამები.
„ახალი ბიუჯეტით 95 ზე მეტის სკოლის რეაბილიტაცია და ახლის მშენებლობა განხორციელდება, ასევე, 80-ზე მეტი სკოლა აჭარაში აღიჭურვება ახალი თანამედროვე ინვენტარით, ჩვენ გავაგრძელებთ სტუდენტების და პედაგოგების მხარდაჭერას.
ამოქმედდება ახალი პროგრამა პედაგოგთა მხარდაჭერის კუთხით, განსაკუთრებით ეს ეხებათ პედაგოგებს, რომლებიც რაიონებში ეწევიან საქმიანობას და მათ მიეცემათ ყოველთვიური დანამატი 500 ლარის ოდენობით“, - განაცხადა რიჟვაძემ.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ