სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში გამოიფინება
15-05-2018
-
+


ბოტიჩელის და მიქელანჯელოს შემდეგ, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ამჯერად ტიციანის, ლეონარდო და ვინჩის, რაფაელისა და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინება. 

ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინიტრო ავრცელებს. 

ტიციანი – ფერთა ოსტატი: „მადონა ყრმით“ (15.05.2018 – 05.08.2018) – ნამუშევარი „ღვთისმშობელი ყრმით“ („მადონა ალბერტინი“) ტიციანის ფერწერის განუმეორებელი სტილისა და ტექნიკის უბადლო ნიმუშია. ნახატი დაცულია ვენეციის აკადემიის გალერეაში, სადაც ვენეციური ხელოვნების უმდიდრესი კოლექცია ინახება.

რენესანსის დიდოსტატები - გრაფიკული ნამუშევრები (25.05.2018 – 26.08.2018) – ტურინის სამეფო ბიბლიოთეკის კუთვნილი 45 გრაფიკული ნამუშევრის შესანიშნავი გამოფენა. ნამუშევრების ავტორებს შორის არიან რენესანსის ოსტატები ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, ბოტიჩელი, ბრამანტინო, სინიორელი, ვაზარი, პინტურიკიო და სხვები.

„Evidence. A New State of Art“ (25.05.2018 – 26.08.2018) – გარუცოს ვიზუალური ხელოვნების ინსტიტუტის (IGAV) გამოფენა, რომელიც წარმოგვიდგენს თანამედროვე იტალიურ ხელოვნებას გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლებიდან დღემდე და აერთიანებს სხვადასხვა თაობის იტალიელი მხატვრების განსხვავებულ ხედვებსა და განსხვავებული გამომსახველობითი ენით შექმნილ ნამუშევრებს.

„ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ (03.09.2018 – 29.10.2018) – გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბაროკოს უმნიშვნელოვანესი ფიგურის, ჯან ლორენცო ბერნინისა და მე-17 საუკუნის სხვა ოსტატების ნამუშევრები რომის მახლობლად მდებარე „პალაცო კიჯი ინ არიჩაში” რომაული ბაროკოს მუზეუმიდან.

გამოფენები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

„იტალიური ხელოვნება საქართველოში“ იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის შედეგია. 

ამ ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა „VivereALL'italiana“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს მთავრობის პროექტი Check-in-Georgia. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება