| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ხათუნა სილაგაძე წინსვლაზე, გამოწვევების დაძლევასა და ხარისხიანი სასწავლო პროცესის წარმართვაზეა ორიენტირებული. როგორც თავად გვიყვება, მასწავლებლებმა საკუთარ თავზე ბევრი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ გახდეს პროფესიონალი, მოსწვალეებს საგანი შეაყვაროს და განათლებული თაობა აღზარდოს.
Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ხათუნა სილაგაძესთან:
- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...
- რომ, ორმხრივი ძალისხმევით, მე და ჩემი მოსწავლეები დავძლევთ სასწავლო პროგრამას.
- მასწავლებლისთვის წარმატება არის...
- მოსწავლის წინსვლა; შეაყვაროს საგანი... სკოლაში მიღებული ცოდნა მოსწავლემ გამოიყენოს ცხოვრებაში.
- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...
- ამისათვის მასწავლებელმა უნდა იმუშაოს თავთან, რაც შეიძლება ბევრი. მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს თითოეული მოსწავლე მათი შესაძლებლობებით... და, მხოლოდ ამისდა მიხედვით მისცეს დავალებები.
- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...
- მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს.
- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი...
- დააბრუნონ გამოცდები; მკაცრად შემოწმდეს მოსწავლის გაცდენები; ყველა მოსწავლემ მაქსიმალურად დაძლიოს სასწავლო პროგრამა; შეიძლებოდეს მოსწავლის დატოვება კლასში, თუ ის ვერ დაძლევს პროგრამას.
- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი ...
- იმას, თუ ასე უგულებელყოფილი იქნებოდა მასწავლებლის უფლებები (მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი); მასწავლებელსაც უნდა სტიმული, დაცვა...
- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...
- საკუთარ თავთან მუშაობა, მუდამ რაღაცის ძიება, დავიწყებულის გახსენება...
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას