სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჭარნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ევროპის სპორტის კვირეულს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდნენ
12-10-2023
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტის მიმართ ინტერესის გაღვივებას მოსწავლეებში დიდი ყურადღება ექცევა.

სწორედ, ამიტომ სკოლა ეროპის სპორტის კვირეულს აქტიურად შეუერთდა.

კვირეულის ფარგლებში, სკოლაში არაერთი საინტერესო სპორტული აქტივობა ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ისინი მოხარულები არიან აღნიშნულ სპორტულ კვირეულში მონაწილეობით, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებში გუნდური მუშაობის განვითარება. 

„სკოლა მოხარულია აღნიშნულ აქტივობაში ჩართვით, რადგან მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, მოსწავლეების სპორტის სხვადასხვა სახეობით დაინტერესებას, გუნდური მუშაობის უნარის გამომუშავებასა და ფიზიკური აქტივობების მიმართ დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ევროპის სპორტის კვირეულის მონაწილეთა 90%, როგორც ევროპის ქვეყნებში, ისე საქართველოში, არიან სკოლები, მოსწავლეები და პედაგოგები. მისი მიზანია მოზარდების ფიზიკურ აქტივობებში მასობრივი ჩართვა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება