| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეები უცხოურ ენებს დიდი მონდომებით ეუფლებიან. პედაგოგები კი მათ საინტერესო, აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებსა და პროექტებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის - ხატია ხუციშვილის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება - „Tolerance“ გამართეს.
მათ ღონისძიებაზე ინგლისურ ენაზე მოძიებული ინფორმაციები წარადგინეს. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მეექვსეკლასელებმა არა მხოლოდ თეორიულად ისაუბრეს აღნიშნულ საკითხზე, არამედ დამსწრე საზოგადოებას თავიანთი მონაწილეობით შექმნილი ვიდეორგოლი აჩვენეს, სადაც მათ კიდევ ერთხელ მოუწოდეს, იყვნენ ტოლერანტულები.
აღნიშნულ აქტივობებსა და ვიდეოს შექმნაში ისინი დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში არა მხოლოდ მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებას ექცევა მნიშვნელოვანი ყურადღება, არამედ მათი სხვადასხვა საკითხზე ცნობიერების ამაღლებას.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასწავლებლებისთვის საგნის გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - მოუწევთ თუ არა თანხის გადახდა აპლიკანტებს
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ვულოცავთ მათ მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებებსა და წინსვლას!“