სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მათხოჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ყველა წესის დაცვით ჩატარდა
12-10-2023
-
+


ვარლამ ძიძიგურის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელის მომზადებასა და ჩატარებაში სკოლის ადმინისტრაციას კონსულტაცია სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ანა მელაძემ გაუწია. შეიქმნა საარჩევნო კომისიები, თვითმმართველობის წევრობის კანდიდატები დარეგისტრირდნენ და გამართეს საარჩევნო კამპანია თავიანთ კლასებში. მომზადდა საარჩევნო სიები, საარჩევნო ოთახი.

არჩევნებში საბაზო და საშუალო საფეხურების თითქმის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. როგორც სკოლაში ამბობენ, საარჩევნო პროცედურები თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით ჩატარდა. 

საარჩევნო ყუთების ნამდვილობა დადასტურდა საკონტროლო ფურცლებით, რომლებიც პირველმა ამომრჩევლებმა საარჩევნო ბიულეტენთან ერთად მოათავსეს საარჩევნო ყუთებში. კენჭისყრამ ჩაიარა მშვიდ, თუმცა ენერგიულ ატმოსფეროში, მოსწავლეებისთვის საინტერესოდ და დადებითი ემოციებით. არჩევნების შედეგები გამოცხადდა და ეცნობა საარჩევნო სუბიექტებს სასწავლო დღის ბოლოს.

ორივე საფეხურის თვითმმართველობის წევრები პირველ სამუშაო შეხვედრას 14 ოქტომბერს გამართავენ, რათა აირჩიონ თვითმმართველობის თავჯდომარეები და გადაინაწილონ ფუნქციები მოსწავლეთა თვითმმართველობაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა ჩართულია სამოქალაქო განათლების პროგრამაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება