| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N61 საჯარო სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეებს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წამახალისებელი საჩუქრით სკოლის 7 მეათეკლასელი დაჯილდოვდა.
წარჩინებული მოსწავლეები არიან - Xა კლასიდან (დამრიგებელი მარიამ ჯიჯიეშვილი): მარიამ ჯოხაძე, მარიამ მსხილაძე, ნატალია პაპუაშვილი, ანანო ქავთარაძე;
Xგ კლასიდან (დამრიგებელი რუსუდან იაკობაშვილი): ბარბარე სახვაძე, გიორგი ძულიაშვილი და გიორგი ჭანია.
მოსწავლეებს ლეპტოპები გადასცეს და შემდგომი წარმატებები უსურვეს სკოლის დირექტორმა და მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავავენ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ