სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები, ეტალონი

„შესაძლებლობები წარმოვაჩინეთ და წარმატებასაც მივაღწიეთ“- დმანისის მუნიციპალიტეტში „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულ პანტიანის საჯარო სკოლაა
06-10-2023
-
+


ნიჭის, ინტელექტის, აზროვნებისა და ერუდიციის დიდი შერკინება - „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი, განახლებული ფორმატით, პირველად დმანისის მუნიციპალიტეტში გაიმართა. სხვადასხვა სკოლის გუნდები ერთმანეთს ღირსეულად შეეჯიბრნენ, შერკინება გამარჯვებული გუნდის გამოვლენითა და „მარგალიტი ახალგაზრდების“ აღმოჩენით დაგვირგვინდა. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ დმანისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა და ერთმანეთს ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები შეეჯიბრნენ. 

პირველი ადგილი პანტიანის საჯარო სკოლამ მოიპოვა, შემდეგი შემადგენლობით: კაპიტანი - ჯანან გარიბოვა - VI კლასი, შირხან შარიფოვი - VI კლასი, სარა შარიფოვა - VI კლასი, ნაილ შარიფოვი - VII კლასი და ალი ნასიბოვი - VII კლასი. 

             

ღონისძიებას ესწრებოდნენ: დმანისის მერის მოადგილე არიფ სულეიმანოვი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი სოფო ავალიანი და დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი - დიანა კარალოვა. ისინი Etaloni.ge-სთან საუბრისას ჩემპიონატის მიმდინარეობის პროცესს აფასებენ და მის მნიშვნელობას აღნიშნავენ: 

„ძალიან საინტერესო იყო და განახლებული ფორმატი უფრო მეტად მომეწონა, გუნდური მუშაობა მოსწავლეებს არაერთ საჭირო უნარს უვითარებს. პროცესი საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ერთმანეთს ღირსეული კონკურენცია გაუწიეს. „ეტალონი“ მოსწავლეთა ზოგადი განათლებისა და ინტელექტი ამაღლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებებს გისურვებთ ამ სასიკეთო საქმეში“, - აღნიშნავს მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელი სოფო ავალიანი. 

„სასიხარულოა, რომ ტარდება „ეტალონი“, სადაც მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა თეორიულად მიღებული ცოდნა, პრაქტიკაში გამოიყენონ და დაინახონ სწავლისა და განვითარების აუცილებლობა. განახლებული ფორმატი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, ბავშვებს ჰქონდათ საშუალება მსჯელობისა და გუნდური მუშაობის. განახლებული ფორმატი მეტად მომეწონა, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ინდივიდუალურ მუშაობასაც აქვს თავისი ძლიერი მხარეები. ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის, ძალიან საინტერესო“, - გვესაუბრება დმანისის საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი - დიანა კარალოვა.       

              

Etaloni.ge გიზიარებთ, გამარჯვებული გუნდის კაპიტნის ჯანან გარიბოვას ემოციებს:

„ეტალონის“ ახალი ფორმატი მომეწონა. კმაყოფილი ვარ ჩვენი შედეგებით. საინტერესოდ წარიმართა შეჯიბრი. შესაძლებლობები წარმოვაჩინეთ და მიხარია, რომ წარმატებასაც მივაღწიეთ. ძალიან კარგი პროექტია და მოხარული ვარ გუნდის კაპიტანი რომ ვიყავი, თუმცა ეს მეტად საპასუხისმგებლო იყო“, - აღნიშნავს ჯანანი. 


იხილეთ ასევე: 

ფოტოალბომი 

„ეტალონის“ გუნდურმა ჩემპიონატმა სტარტი დმანისში აიღო 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება