სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

12 წლის მოსწავლე უფროსკლასელებმა სასტიკად სცემეს - შსს-მ გამოძიება დაიწყო
03-10-2023
-
+


ბავშვების მიმართ თანატოლების ძალადობაზე ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ და შესაბამისად, ახალ-ახალი ფაქტები თუ გარემოებები იჩენს თავს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც არასრულწლოვნები ერთ-ერთ მოსწავლეს, რომელიც 12 წლისაა, ფიზიკურად უსწორდებიან; ცნობილია ისიც რომ შემთხვევა ქუთაისში მოხდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების დამფუძნებლისა და ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ამსახველ ვიდეოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, 24 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1¹-ნაწილის ,,ა,, და ,,ბ,, ქვეპუნქტით.

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში არასრულწლოვანთა გამოკითხვა მოხდა მათი კანონიერი წარმომადგენლების თანდასწრებით და არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების სრული დაცვით. იდენტიფიცირებულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი. განხორციელებულია კანონით დადგენილი რეფერირების პროცედურა. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

საქართველოს კანონმდებლობით, დაუშვებელია რაიმე ფორმით, საჯარო გახდეს ბავშვის პერსონალური მონაცემის შემცველი ჩანაწერი, რომელიც უკავშირდება არასრულწლოვნის მიმართ ან მის მიერ ჩადენილ ძალადობის შემთხვევას.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ ბავშვთა პერსონალური ინფორმაციის დაცვას და იმოქმედონ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

აქვე გვსურს აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნებს ეხება, მნიშვნელოვანია მედიის მიერ ფაქტის გადამოწმება ან მიმართვა შესაბამისი უწყებისთვის, ვიდრე საჯაროდ, სოციალურ ქსელში ან მედიაში მოხდება არასრულწლოვანთან დაკავშირებული ინფორმაციის იმგვარად გავრცელება, რამაც შესაძლოა არასრულწლოვანს დამატებით ტრავმა მიაყენოს.

მუხლი კი, რომლის მიხედვითაც შსს-მ გამოძიება დაიწყო ითვალისწინებს შემდეგს:

„ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;

ქმედება, ჩადენილი:

ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;

ბ) ჯგუფურად;

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ“, - ნათქვამია სისხლის სამართლის კოდექსში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება