სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სკოლების 50%-ის ინფრასტრუქტურა არადამაკმაყოფილებელია“ - 2080-დან 1040 სტანდარტს არ შეესაბამება
03-10-2023
-
+


საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საქმიანობის შესახებ დირექტორმა ლევან სუხიტაშვილმა განათლების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სკოლებში ბევრი გამოწვევაა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 40 საჯარო სკოლას.

„დაახლოებით 200-მდე სკოლაში ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა. წლის განმავლობაში სრულად დასრულდა 2 ახალი სკოლის მშენებლობა. წლის ბოლოსთვის კი დაგეგმილია 3 სკოლის მშენებლობის დასრულება, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრამდე გაიხსნება ეტაპობრივად“, - განაცხადა სუხიტაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მისი თქმით, სკოლების 50 პროცენტში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა დამაკმაყოფილებებლია, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ 2080 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან 1040  არ შეესაბამება სტანდარტს. 

„საქართველოში გვაქვს 2080 სკოლა, საიდანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 50%-ის ინფრასტრუქტურული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გვაქვს ბევრი გამოწვევა, მაგრამ ვგეგმავთ, რომ 2027 წლისთვის ამ მიმართულებით პრობლემა ქვეყანაში აღარ იყოს“, - განაცხადა ლევან სუხიტაშვილმა.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება