| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყეს. მათ განწყობასა და სასწავლო მოტივაციაზე კლასის ხელმძღვანელმა, მაია ფანჩულიძემ იზრუნა და მოსწავლეებს მეტად საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელებმა, პედაგოგ მაია ფანჩულიძის ხელმძღვანელობით, „ანბანის შემობრძანებას“ ლამაზი გაკვეთილი მიუძღვნეს.
გაკვეთილი „დედაენის ჰიმნის“ ფონზე მიმდინარეობდა. მოსწავლეები გაეცნენ დედაენის შემოქმედის იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას, წარმოთქვეს ლექსები დედაენაზე, ქართულ ანბანზე, გააფერადეს „აი ია“ და სხვა აპლიკაციები.
გაკვეთილი შემოქმედებითად წარიმართა.
„კეთილი იყოს ფეხი შენი ანბანო ჩვენო...“- ერთხმად ამბობენ პატარები და ანბანეთში მოგზაურობას დიდი ენთუზიაზმით იწყებენ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას