სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სასკოლო სახელმძღვანელოს ტექსტთან დაკავშირებით სამინისტრო განმარტებას ავრცელებს 
02-10-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთ სახელმძღვანელოსთან დაკავშირების საზოგადოებაში გამოვლენილ უკმაყოფილებას და აღნიშნავს, რომ წიგნი რამდენიმე წელია ამოღებულია სასწავლო პროცესიდან.

„გვსურს გამოვეხმაუროთ, ბოლო დროს სოციალურ ქსელში გავრცელებულ სასკოლო სახელმძღვანელოში განთავსებულ ტექსტს, რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია.

გვინდა განვმარტოთ, რომ აღნიშნული სომხური ხალხური სიმღერის ტექსტი დაბეჭდილია 2011 წელს გრიფმინიჭებულ მეორე კლასის მუსიკის წიგნში. ეს სახელმძღვანელო რამდენიმე წელია ამოღებულია სასწავლო პროცესიდან.

 

მითითებული სიმღერის ტექსტი 2018 და 2023 წლებში გრიფმინიჭებულ არცერთ სახელმძღვანელოში არ არის.

სოციალურ ქსელებში ხშირად ჩნდება სხვადასხვა დროს გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან ესა თუ ის გვერდი, ტექსტი, ნახატი, ფოტო, რაც საზოგადოებას აღაშფოთებს. მსგავსი გაურკვევლობის თავიდან აცილების მიზნით, ინფორმაციის დაზუსტებისა და გადამოწმებისთვის, გთხოვთ მოგვმართეთ ფეისბუქის ან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით.

მზად ვართ თქვენთან თანამშრომლობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება