| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლა სასკოლო სპორტულ კვირეულში აქტიურად ჩაერთო.
კვირეულის ფარგლებში, სკოლაში, არაერთი სპორტული ღონისძიება გაიმართა. ჩატარდა მინი ფეხბურთი, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც სიმბოლურად გარდამავალი თასი გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა ძალები ასევე, 3X3 კალათბურთში მოსინჯეს. ფრენბურთში შეჯიბრება მე-9 და მე-10 კლასელ მოსწავლეებს შორის გაიმართა.
შეჯიბრება ჩატარდა ასევე მაგიდის ჩოგბურთში, დაწყებით საფეხურზე კი „მხიარული სტარტები“ მოეწყო. სახალისო სპორტულ აქტივობებს კი, მასწავლებლები: მარიკა კეჩხუაშვილი და რომან კაკაურიძე ხელმძღვანელობდნენ.
შეგახსენებთ, რომ სასკოლო სპორტის კვირეული მოიცავს ღონისძიებებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, როგორც სკოლებს შორის მუნიციპალიტეტებში, ისე თვითონ სკოლებში შიდასასკოლო თამაშების სახით.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას