სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლაში ავსტრიის ელჩს უმასპინძლეს
29-09-2023
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში საპატიო სტუმარს უმასპინძლეს. 

სკოლას 28 სექტემბერს, ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი ეწვია.

ელჩი უფროსკლასელებს შეხვდა და ესაუბრა ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე. მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია ევროპაში, კერძოდ ავსტრიაში, უმაღლესი განათლების შესაძლებლობებისა და უპირატესობების შესახებ. მოსწავლეებმა საინტერესო კითხვები დაუსვეს სტუმარს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიალოგი მეტად მეგობრულად და საინტერესოდ წარიმართა.

„მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ რიგით მეორე „ავსტრიული ლიტერატურული შაბათ-კვირა“ გაიმართა ბათუმში. ავსტრიული წიგნის კუთხეების წარმომადგენლები მთელი საქართველოდან 22 -24 სექტემბერს შეიკრიბნენ მზიან, ქათქათა ქალაქში, რათა მეტად გაცნობოდნენ ქვეყნის ისტორიასა და ლიტერატურას. ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ ამ შეხვედრაში, მათ თან ახლდათ გერმანული ენის მასწავლებელი თინათინ ცირიკაშვილი. შეხვედრა მრავალფეროვანი აქტივობებით იყო დატვირთული. იგი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში შედგა“, - გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ 
სკოლაში ელჩთან შეხვედრა ტკბილად გამასპინძლებით დასრულდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება