| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარის საჯარო სკოლის აბიტურიენტებმა, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ.
სკოლა ამაყია, რომ ყველა აბიტურიენტმა კარგი შედეგები აჩვენა და ისინი, სკოლაში მიღებულ ცოდნას, უნივერსიტეტებში გაიღრმავებენ.
გაიცანით წარმატებული ახალგაზრდები: თამარ კირვალიძე, რომელმაც 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა, ლუკა ხვედელიძე ასევე 50%-იანი გრანტის მფლობელია, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ლომსაძე, ლუკა მაჭარაშვილი, ანი დარბაიძე, ვაკო ცაბუტაშვილი, მარიამ ლაბუჩიძე, ლუკა ცეცხლაძე, შაკო კანდელაკიშვილი და ნინი ლაპიაშვილი.
სკოლის ადმინისტრაცია, დირექტორი - ლალი გელაშვილი და პედაგოგები ახალგაზრდებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და მათ, წინსვლასა და წარმატებას უსურვებენ.
„წარმატებულები იყავით ყველგან, სადაც წახვალთ. ბედნიერ მომავალს გისურვებთ, ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით!“ - აღნიშნავენ სკოლაში.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება