| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის ნორჩ ქიმიკოსთა კლუბმა - „ცეცხლოვანი ქიმიკოსები“, წმიდა ნინოს სახელობის ქუთაისის N3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგი ასოციაცია - HERA XXI-ის იმერეთის კოორდინატორი - თეა მარგველაშვილი გახლავთ.
22 სექტემბერს, საინფორმაციო ტიპის შეხვედრა-დისკუსია გაიმართა, სადაც ნაჩვენები იყო ასოციაცია - HERA XXI-ის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებით მოპოვებული პროექტის - AMAZE მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი - „ნაადრევი ქორწინება“.
შეხვედრაზე, განხილული იყო ნაადრევი ქორწინების მანკიერი მხარეები, რისკები, პრევენციის გზები. წინა პლანზე წამოწეული იყო ქალთა უფლებები და თანასწორობა.
აღსანიშნავია, რომ კლუბის წევრებს დაურიგდათ სამახსოვრო გზამკვლევები HERA XXI-ის მუშაობის სერვისების შესახებ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა იყო საინტერესო და აქტუალური.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილდებეს მასწავლებელი - ყველა დეტალი
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება