სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რატომ უნდა ისწავლოთ ინგლისური ენა English Club – Speaking Hub-ში?!
21-09-2023
-
+


თანამედროვე მსოფლიოში ინგლისური ენის ცოდნა მნიშვნელოვანი ფაქტორია პროფესიული წარმატების მისაღწევად. მოსამზადებელი ცენტრების რაოდენობის გაზრდასთან ერთად რთული ხდება არჩევანის გაკეთებაც.  რატომ უნდა აირჩიოთ უცხოური ენის შესასწავლად მაინცდამაინც “English Club – Speaking Hub” ? - ამ კითხვაზე პასუხს ცენტრის ხელმძღვანელი ლალი ნიკოლავა გაგცემთ:

- ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისგან განსხვავებით, ჩვენ მართლაც განსხვავებულ მეთოდიკას და მიდგომას ვთავაზობთ ენების შესწავლის მსურველებს. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი მასწავლებლები ენის მატარებლები არიან, მაგალითად, ინგლისურს ჩვენთან ამერიკელები, ინგლისელები და ავსტრალიელი ასწავლიან. მათ ინგლისურის, როგორც მეორე ენის სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნიათ. ენის სწავლის პროცესში, ჩვენი მასწავლებლები არა მხოლოდ ენის შესწავლაზე აკეთებენ აქცენტს, არამედ ხშირად ადარებენ ჩვენი ქვეყნების მოცემულობებს, ცხოვრების წესს და მენტალიტეტს. საზღვარგარეთ ცხოვრება ხომ თავისთავად სკოლაა და უცხო ქვეყანაში, ენის გარდა, ბევრი რამ არის რადიკალურად განსხვავებული, ამიტომ ასეთი მასწავლებლები გარკვეულწილად მედიატორები არიან. ყველა კლასში, მასწავლებელთან ერთად გაკვეთილს ასისტენტი ესწრება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ეხმარება მოსწავლეებს თარგმნაში ან კონტექსტის გაგებაში. 

- რა პროგრამით ასწავლიან თქვენთან?

- ზოგადად ჩვენ ESL (English as a Second Language) პროგრამით ვხელმძღვანელობთ, რომელიც შეიცავს წერას (გვაქვს ესეების წერის სპეციალური პროგრამაც), კითხვას, მოსმენას და რაც მთავარია საუბარს. მინდა აღვნიშნო ჩვენი მასწავლებლების ზოგადი განათლების მაღალი დონე, ისინი ნამდვილი ინტელექტუალები არიან, მათთან განსაკუთრებულად საინტერესოა მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ნაწარმოების ყოველი თავის წაკითხვის შემდეგ, ხდება მისი გარჩევა, დისკუსია და გრამატიკული სავარჯიშოების შესრულება. განსაკუთრებით სასარგებლოა მხატვრული ლიტერატურის წაკითხვა ახალგაზრდა მოსწავლეებისთვის. არდადეგების შემდეგ სკოლაში ბავშვებს ეკითხებიან ზაფხულში წაკითხული წიგნების შესახებ, ერთ-ერთმა ჩვენმა მოსწავლემ ჩამოთვალა ის წიგნები, რაც წავიკითხეთ და გავარჩიეთ ზაფხულში, მისი მასწავლებელი აღფრთოვანებული დარჩა და როცა ბავშვმა დაამატა, რომ ინგლისურად წაიკითხა ეს ყველაფერი, მასწავლებელმა გასაუბრების შემდეგ ათიანი დაუწერა.

- მოსწავლის დონეს თუ აფასებთ ჩაბარებისას?

- რა თქმა უნდა, ახალი მოსწავლე გადის შიდა ტესტირებას და გასაუბრებას, შედეგების მიხედვით ის შესაფერის ჯგუფში ჩაირიცხება. კლასები დონეების მიხედვით გვაქვს დაყოფილი (Beginners, Intermediate, Advanced). სერტიფიკატი გაიცემა სწავლის დასრულებისთანავე. კურსის ხანგრძლივობა 6 თვეა (48 აკადემიური საათი).

მსმენელების რაოდენობა ჯგუფში: 4-8.
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1 საათი
სწავლების გრაფიკი: კვირაში 2-ჯერ გვაქვს დილის და საღამოს ჯგუფები.
ფასი: 8 გაკვეთილი - 104 ლარი.
მდებარეობა: არჩილ ქურდიანის ქუჩა 21 (მეტრო წერეთელთან)
საკონტაქტო ტელეფონი: 5 99 90 88 43 (დატოვეთ შეტყობინება, მალევე გადმოგირეკავთ)


(R)

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

„...აღზრდა-განათლება ოჯახებში იწყებაო, მუდმივად ამ მიმართულებით საქმიანობისკენ მიბიძგებდა, ამიტომაც „ეტალონის“ პროექტების დიდი მხარდამჭერი იყო ყოველთვის...“

სემესტრული, წლიური და საფეხურის ქულა - შეფასების გამოთვლის ინსტრუქცია და განმარტებები

სამეურვეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია დაბალია, ისევე როგორც მათი მოტივაცია - პარლამენტის ანგარიში

არ თქვა ბრმა - თქვი უსინათლო; ინვალიდის მაგივრად თქვი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

„თქვენმა სიტყვამ, თქვენმა კეთილმა ან უხეშმა დამოკიდებულებამ შეიძლება გადაარჩინოს ან დაღუპოს აღსაზრდელი“...

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება