სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

როგორ ხვდებიან ახალ სასწავლო წელს საქართველოს საჯარო სკოლებში - დეტალებს სკოლის დირექტორები გვიზიარებენ
14-09-2023
-
+


ახალი სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებებით იწყება საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში. განსაკუთრებული მღელვარებით სკოლის ხელმძღვანელები და პედაგოგები კი პირველკლასელებს ელიან, რომლებიც სრულიად ახალ ეტაპს იწყებენ ცხოვრებაში.

როგორი იქნება 2023-2024 სასწავლო წლის პირველი დღე სკოლებში და რა გეგმები აქვთ სკოლის დირექტორებს ამ დღის აღსანიშნავად - ამის გასაგებად etaloni.ge ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა.  

ნინო მეხრიშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორი:

15 სექტემბრისთვის ვგეგმავთ საზეიმო ღონისძიებას, რომელშიც პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი. ისინი ბავშვებს ამაღლებული განწყობით ხვდებიან და ლამაზად აწყობენ საკლასო ოთახებს. 

მანანა ჭუმბურიძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი, 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ღონისძიებით აღვნიშნავთ. თუმცა, ჩვენი პრობლემა ისაა, რომ ამ ეტაპზე ჩვენი სკოლის რეაბილიტაცია ტარდება და სხვა შენობაში გადავედით. ვღელავთ, რადგან მიუჩვეველ გარემოში მოუწევთ ბავშვებს სწავლის დაწყება. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ყველა დამრიგებელს აქვს კონტაქტი თავისი კლასის მოსწავლეებთან და ღონისძიებისთვის შესაბამისი ნომრები აქვთ მომზადებული - დღეს ბოლო რეპეტიციას გადიან. 

ნონა გორგაძე, ბათუმის N22 საჯარო სკოლის დირექტორი:

მოსწავლეებს სკოლაში ღონისძიებით ვეგებებით. პირველკლასელები მეორე ცვლაში სწავლობენ და მათთვისაც ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ღონისძიების მოწყობას. ყველანი აქტიურად ვართ ამ სამზადისში ჩართულნი და ველოდებით ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას.

პაატა რურუა, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლას რეაბილიტაცია უტარდება, ამიტომ სხვა შენობაში გადავდივართ. მოსწავლეებს ღონისძიებით ვხვდებით, რომლის სამზადისშიც პედაგოგები მონდომებით ერთვებიან. ბავშვებს სიგელებს გადავცემთ, ვახალისებთ. სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს გამოცდები მოდიან, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგები კი ახლებს გამოცდილებას უზიარებენ.

ნინო მეგენეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლის დირექტორი:

15 სექტემბრისთვის, რა თქმა უნდა, დიდი ზეიმით ვემზადებით. ვაწყობთ ღონისძიებებს. ვცდილობთ, ეს დღე საზეიმო გავხადოთ, რაშიც ჩართულნი არიან მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც.

მანანა ღლიღვაშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი:

წელს, სამწუხაროდ, პირველკლასელი არ გვყავს. ჩვენი სკოლის ბავშვები ზაფხულობით ფერმაში მიდიან და ვერ ვხდები მათ. სწორედ ამიტომ, მოსწავლეთა ჩართულობით ვერ ვგეგმავთ ხოლმე ღონისძიებებს. მისასალმებელ ღონისძიებას ყველა კლასის ხელმძღვანელი მოაწყობს. ზოგადად მინდა, აღვნიშნო, რომ სპეციალისტები გვიჭირს და რთული მდგომარეობაა სკოლაში, ინტერნეტის პრობლემაც გვაქვს, ძალიან რთულ პირობებში გვიწევს მუშაობა. 

თამაზი ბარბაქაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ენთუზიაზმით ვემზადებით სწავლის დაწყებისთვის. პატარა ღონისძიებას ვაკეთებთ, სადაც წარმოდგენილი იქნება ლექსები, სიმღერები. გვინდა, მოსწავლეებმა ამაღლებული განწყობით დაიწყონ ახალი 2023-2024 სასწავლო წელი. სამწუხარო, წელს მხოლოდ ერთი პირველკლასელი გვყავს, რომელსაც ჩავრთავთ ამ ზეიმში.

მამუკა კუპატაძე, შმაგი კუპატაძის სახელობის ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვითორის საჯარო სკოლის დირექტორი:

15 სექტემბერს პირველკლასელთათვის კომპიუტერების გადაცემის ცერემონია გვექნება. გრანდიოზულ ღონისძიებას არ ვაპირებთ. უბრალოდ, ბავშვები წაიკითხავენ ლექსებს, გაერთობიან ჩვენ კი საზეიმოდ მოვრთავთ საკლასო ოთახებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები

ბავშვებმა დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მიიღეს მონაწილეობა აქტივობებში

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება