სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში, სადაც სწავლა გვიან დაიწყება, გადაიწევს სასწავლო კალენდარი - მინისტრი
12-09-2023
-
+


იმ საჯარო სკოლებში, სადაც სასწავლო წელი გვიან დაიწყება, კალენდარიც გადაიწევს - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის შემდგომ მედიასთან განაცხადა.

როგორც მინისტრმა საუბრის დასაწყისში აღნიშნა, 10-დან 12-მდე სკოლაა, სადაც რეაბილიტაცია ვადაგადაცილებით მიმდინარეობს და სასწავლო წელი 15 სექტემბერს არ დაიწყება. 

„ქვეყნის მასშტაბით 10-12 სკოლაა, რომლებსაც აქვთ ვადაგადაცილება. სწორედ ამიტომ შესაძლებელია, ამ სკოლებში რამოდენიმე კვირის, სულ 2-3 კვირაზეა საუბარი, დაგვიანებით დაიწყოს სწავლა. როგორც მშობლები, ისე მასწავლებლები და მთლიანად სკოლა არის ინფორმირებული. ჩვენ გვესმის და მზად ვართ, ყველანაირი რესურსი აღმოვუჩინოთ იმ ბავშვებსა და მშობლებს, სადაც პრობლემა იქნება, თუმცა ეს არის განვითარებადი რესურსი...

სკოლებში, სადაც 2-3 კვირით გვიან დაიწყება სწავლა, სასწავლო კალენდარი გადაიწევს და აქ პრობლემა არ იქნება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საკითხთან დაკავშირებით  ჟურნალისტის დამატებით კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, საუბარი სულ 10-15 სკოლაზეა და საკითხის დრამატიზება მიუღებელია.

„ქვეყანაში არის 2 300 სკოლაა და სულ 10-15 სკოლაზე ვსაუბრობთ, თუმცა ერთიც რომ იყოს, რა თქმა უნდა, ეს პრობლემაა და მოსაგვარებელია. მე არასდროს, არავისთან შეხვედრას არ გავურბი და ჩემი მოადგილეები საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ, შევხვდეთ მშობლებს, ვესაუბროთ და მოვუგვაროთ პრობლემა. გთხოვთ, ნუ ვახდენთ ამ საკითხის დრამატიზებას. ჩვენც მშობლები ვართ და ერთი ბავშვიც რომ იყოს ასეთი ქვეყანაში ესეც მტკივნეულია, ჩვენ თვალს ვუსწორებთ ამ საკითხს. თუმცა ეს არის მასშტაბური პროექტის თანმდევი“, - აღნიშნა მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება