სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღები, რომლებიც სექტემბერ-ოქტომბერში თვითშეფასებას გაივლიან - 21 მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებს პლატფორმაზე მუშაობის სპეციფიკა გააცნეს
11-09-2023
-
+


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ონლაინ რეჟიმში, მუნიციპალიტეტებისა და დაწესებულებების გაძლიერების მიზნით მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.

ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ქვეპროგრამის ფარგლებში ორგანიზებული შეხვედრები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებისა და გაერთიანების წარმომადგენლებისთვის საბავშვო ბაღების ავტორიზაციის და თვითშეფასების პროცესებთან დაკავშირებით ცნობიერების გაზრდას და შესაძლებლობების გაძლიერებას.

ონლაინ ფორმატის შეხვედრას ესწრებოდნენ იმ მუნიციპალიტეტისა და გაერთიანების წარმომადგენლები, რომელთა ტერიტორიაზე არსებულ საბავშვო ბაღებშიც სექტემბერ-ოქტომბრის თვეში განხორციელდება დიაგნოსტიკური თვითშეფასება. შეხვედრებმა 21 მუნიციპალიტეტისა და გაერთიანების 50-მდე წარმომადგენელი მოიცვა. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ავტორიზაციის და თვითშეფასების პროცესის მიმდინარეობას. ასევე, მათ როლს თვითშეფასების პროცესში და პლატფორმაზე მუშაობის სპეციფიკას.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები ეტაპობრივად განხორციელდა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისა და საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენლისთვის. ჯამში ჩატარდა 6 ონლაინ ფორმატის შეხვედრა და მას 68 მუნიციპალიტეტისა და 68 საბავშვო ბაღების გაერთიანების 150-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის ხელშეწყობის ფარგლებში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განაგრძობს მხარდამჭერი აქტივობების განხორციელებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება