სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

18 სექტემბერს სწავლა ბაღებში დაიწყება  - თბილისის საბავშვო ბაღებში  საბუთების ბოლო ვადა ცნობილია
30-08-2023
-
+


თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სასწავლო სააღმზრდელო წელი 18 სექტემბრიდან დაიწყება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია etaloni.ge-ს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიაწოდა. 

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელმძღვანელი, გოგი ჩიქოვანის განცხადებით, 2023 წელს დასრულდება და ექსპლოატაციაში შევა 9 ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 3000-მდე აღსაზრდელს მოემსახურება.

ცნობისთვის, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იყო ყველა იმ ბავშვისთვის, რომელიც სასწავლო სააღმზრდელო წლის დასაწყისში, 18 სექტემბრის მდგომარეობით 2 წელი შეუსრულდება. 

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციის გავლის შემდგომ უნდა მიმართოთ საბავშვო ბაღს, მიიღოთ ინფორმაცია საბუთების წარდგენის ვადების თაობაზე. აუცილებელი დოკუმენტაციაა: დაბადების მოწმობის ასლი; 2 ფოტოსურათი ( ბიომეტრიული); ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა; მშობლების პირადობის მოწმობის ასლი აღნიშნული დოკუმენტები ბაღში უნდა წარადგინოთ სააღმზრდელო წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ანუ 8 სექტემბრამდე. 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია, დაუკავშირდეს  თბილისის მერიის ცხელ ხაზს - 2 72 22 22 ან საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცხელ ხაზს - 2 37 82 43.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება