სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

ჩაფხუტი გადაწერის წინააღმდეგ - ფილიპინელი მასწავლებლის სახალისო იდეა 
29-10-2023
-
+


გაკვეთილზე გადაწერის აღმოფხვრას პედაგოგები სხვადასხა მეთოდებით ცდილობენ. ფილიპინების ქალაქ ლეგასპის ერთ-ერთი კოლეჯის მასწავლებელი კი გადაწერის აღკვეთის მისეულმა ხერხმა საქვეყნოდ ცნობილი გახადა.  

კოლეჯის ლექტორმა მერი ჯოი მანდანე - ორტისმა სტუდენტებს გამოცდაზე ჩაფხუტების წამოღება სთხოვა. ლექტორი ამ სახით შეეცედა აღეკვეთა მეზობელად მჯდომი სტუდენტის რვეულში ჩახედვის შესაძლებლობა, ხრიკმა გაამართლა, გადაწერის საწინააღმდეგო სახალისო ჩაფხუტებმა კი კოლეჯის მასწავლებელსა და მის სტუდენტებს პოპულარობა მოუტანა.

საქმე ის არის, რომ სტუდენტები მასწავლებლის თხოვნას მეტად კრეატიულად მიუდგნენ და საკონტროლო სამუშაოზე რაინდის ჩაფხუტებით, ფართოფარფლიანი ქუდებითა და ჰელოუინის ნიღბებით მივიდნენ. 



მასწავლებელი ახალგაზრდების გამომგონებლობით აღფრთოვანდა და აღიარა, რომ ტაილანდელი კოლეგების გამოცდილება გაიზიარა. 2013 წელს ბანგკოკის უნივერსიტეტის სტუდენტებს აიძულეს გამოცდა საფეთქლებთან დამაგრებული ქაღალდის ფურცლებით ჩაებარებინათ. 



მანდანე-ორტისმა აღიარა, რომ არ ელოდა, თუ სტუდენტები დავალებას ამდენად შემოქმედებითად მიუდგებოდნენ.

მასწავლებლის თქმით, გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. მას გადაწერის მცდებისთვის არც ერთი სტუდენტი არ დაუჭერია. გამოცდაზე გადაღებული ფოტოები მან სოციალურ ქსელში განათავსა.



 საინტერესოა, რომ აღნიშნული გამოცდილების გაზიარების სურვილი სხვა მასწავლებლებმაც გამოთქვეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

რომ სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი, გეოინფორმაციული სისტემების (GIS) საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მოეწყო

„გონების კოდი“ თანდათან სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთ საინტერესო ტრადიციად იქცევა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება