სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

ხელოვნური ინტელექტი, როგორც მასწავლებლის მთავარი დამხმარე - იაპონურ სკოლებში ინოვაციური სისტემები შეიმუშავეს 
29-07-2023
-
+


ხელოვნური ინტელექტი აქტიურად ინერგება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის განათლებაში. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მოწინავე იაპონიაა. 

იაპონურმა კერძო კომპანიებმა ქვეყნის სკოლებისთვის რამდენიმე სისტემა შექმნეს, რომელთა მიზანი სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაა. ინოვაცია მოწოდებულია სწავლება ბავშვებისთვის მეტად საინტერესო და ეფექტური გახადოს. 

მაგალითად, სისტემა Konica Minolta-ს შეუძლია, გაკვეთილზე გადაღებული გამოსახულებების დახმარებით, შესასწავლ მასალაზე მოსწავლეთა რეაქციის ანალიზი. ასევე, სისტემა გაკვეთილზე მოსწავლეთა კონცენტრაციის დონეს ამოწმებს, აანალიზებს მათი მზერის მიმართულებასა და აქტიურობას. სისტემის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ ინოვაცია აუმჯობესებს სასწავლო პროცესს და პედაგოგს სასწავლო მასალის აღქმის შესახებ სასარგებლო ინფორმაციას აძლევს.

Techno Horizon-ის სისტემას კი ხელეწიფება მოსწავლეთა ემოციური მდგომარეობის ანალიზი. ის მუშაობს პლანშეტებზე არსებული კამერის დახმარებით, რომლებსაც ბავშვები სასწავლო პროცესში იყენებენ. სისტემა აანალიზებს მოსწავლეთა პულსის სიხშირესა და თავის მოძრაობას. ხელოვნური ინტელექტი მასწავლებელს ეხმარება გამოავლინოს, როდის არიან მოსწავლეები აღელვებულნი, მოწყენილნი ან სტრესის ქვეშ. 



სისტემების შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ ინოვაცია მასწავლებლებისთვის საინტერესო დამხმარედ იქცევა და ხელს შეუწყობს კომუნიკაციისა და სასწავლო მეთოდების გაუმჯობესებას. 

წყარო: NHK


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება