სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლამდელები - skolamdelebi.ge

უნიკალური სახელმძღვანელო პირველკლასელებისთვის - ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებს „პირველკლასელთა აკადემია“ გადაეცათ
13-07-2023
-
+


უნიკალურმა სახელმძღვანელომ, „პირველკლასელთა აკადემიამ“, რომელიც მომავალ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებს, გამოცემისთანავე ათასობით მეგობარი შეიძინა. ეს წიგნი-რვეული „ეტალონის“ პროექტების სულისჩამდგმელის, გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით შეიქმნა, ბავშვებს ყველა სასკოლო ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს უვითარებს და ეხმარება პატარებს, ამაყად შეაბიჯონ წიგნიერების ჯადოსნურ სამყაროში. 

ამჯერად ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ეწვია და 96 მომავალი პირველკლასელის სამეცადინო მაგიდაზე დაიდო ბინა.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების სასკოლო მზაობის ჯგუფის 96 აღსაზრდელს წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცა.

საშინაო მეცადინეობისთვის განკუთვნილი წიგნი+რვეული ანბანის შესწავლის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილთან ერთად ბავშვის შემეცნების, აზროვნების, მოტორიკის განვითარებისთვის საჭირო აქტივობებს მოიცავს.

სახელმძღვანელოები აღსაზრდელებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, პირველმა მოადგილემ დავით გოგლიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ გადასცეს.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებს, რომლებიც სკოლისთვის ემზადებიან, ეს პროცესი გავუადვილოთ. სწორედ ამიტომ, ამბროლაურის მერიის სახელით შევიძინეთ და საჩუქრად გადავცემთ ამ წიგნებს, ჩვენ სასკოლო მზაობის ჯგუფის 96 აღსაზრდელს. ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი ჩვენს მომავალ პირველკლასელებს სწავლის პროცესს გაუადვილებს“, - აღნიშნა ზვიად მხეიძემ.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება