სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სამასწავლებლო

„მეთორმეტეკლასელებს გამოცდებზე მობილიზებას ვურჩევ, არ ინერვიულონ“ - დირექტორები კურსდამთავრებულების შესახებ საუბრობენ და მათ რჩევებს აძლევენ 
27-06-2023
-
+


სკოლის დასრულება ყველა მოსწავლისთვის ერთ-ერთ ემოციური და მნიშვნელოვანი ეტაპია ცხოვრებაში. მათი ნაწილი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებაშია და უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის ემზადება, ნაწილი კი პროფესიულ სასწავლებელს ირჩევს. მათ ერთი მთავარი მიზანი - წარმატებისკენ სწრაფვა და ცხოვრების ახალ ეტაპზე, არჩეული პროფესიის დაუფლება აერთიანებთ.

საინტერესოა, სკოლებში, ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა - რამდენმა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, საბაზო სკოლის მოსწავლეები აგრძელებენ თუ არა სწავლას და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ -  სწორედ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, etaloni.ge საჯარო სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. მათ თავიანთი სკოლების კურსდამთავრებულების შესახებ ისაუბრეს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.

მერაბ ჯიჯელავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენთან სკოლა თორმეტმა მოსწავლემ დაამთავრა. თითოეული ბავშვი კარგად სწავლობდა და წარმატებული იყო. უნივერსიტეტში კი მათგან 7 აბარებს. აქედან 3 - ოქროს, ხოლო 1 ვერცხლის მედლის კანდიდატია. პროფესიულ სასწავლებელში მიდის 4 მოსწავლე. ცხოვრების ახალ ეტაპზე მათ წარმატებას ვუსურვებ..

არა მხოლოდ უნივერსიტეტი, არამედ პროფესიული სასწავლებელი დღევანდელ დროში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პროფესიის დაუფლება აუცილებელია. ვფიქრობ, მასზე მეტი ყურადღების მიქცევა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პროფესიის გარეშე ადამიანი ვერ იცხოვრებს. საქართველოში ახალგაზრდებს კარგ ცოდნას აძლევენ პროფესიული სასწავლებლები. მე ზუსტად შემიძლია ვთქვა ეს, რადგან ჩემი სკოლის სამმა მოსწავლემ დაამთავრა პროფესიული სასწავლებელი და კმაყოფილები არიან დასაქმების მხრივ. მარტივად დაიწყეს სამსახური და ახლაც მუშაობენ. უნივერსიტეტი ვინც დაამთავრა ჯერჯერობით მათ უფრო უჭირთ სამსახურის პოვნა.

რამაზ ინჯგია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის საჯარო სკოლის დირექტორი:

წელს სკოლაში 22 კურსდამთავრებული გვყავს. მათგან 10 აბარებს უნივერსიტეტში. მედალოსნები არ გვყავს. ისტორიაში ვამეცადინებდი ბავშვებს და მათ, გამოცდებზე მობილიზებას ვურჩევ. მნიშვნელოვანია არ ინერვიულონ და არ დაიბნენ. მაქსიმალურად ეცადონ ცოდნა წარმოაჩინონ.

ხოლო, რაც შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც უნივერსიტეტში არ აბარებენ - ისინი პროფესიულ სასწავლებელს ირჩევენ, ზოგიერთი კი სამხედრო საქმიანობას აგრძლებეს.

ირმა ადამია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახურცილაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა საბაზოა, შესაბამისად აბიტურიენტები არ გვყავს. წელს 1-მა მეცხრეკლასელმა დაამთავრა საბაზო საფეხური. ამ რაიონიდან არ იყო, ახლა კი გადადის თავის რაიონში, სადაც გააგრძელებს სწავლას. წარმატებას ვუსურვებ მას.

ეკა ესიავა, აკადემიკოს ვარლამ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოს საჯარო სკოლის დირექტორი:

წელს, ჩვენი სკოლა ცხრამეტმა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა. მათ ვურჩევდი, ეს პირველი ნაბიჯები წარმატებით გადაედგათ. ჩაებარებინოთ ეროვნული გამცოდები და მათი არჩეული პროფესიებით ცხოვრება გაეგრძელებინოთ.

ჩვენ, მიგვაჩნია, რომ სკოლაში ბავშვებს ის საჭირო უნარ-ჩვევები შევძინეთ, რომლებიც ცხოვრებაში გამოადგებათ. ყველა უმაღლეს სასწავლებელში არ აბარებს. ხოლო მოსწავლეებს, რომლებიც უნივერსიტეტში აბარებენ ზუსტად რა ფაკულტეტები აქვთ არჩეული არ ვიცი. ნებისმიერ შემთხვევაში მათ წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ. ხოლო, ის ვინც არ აბარებს სავარაუდოდ ჯარში წასვლას აპირებს, ზოგი საზღვარგარეთ სამუშაოდ წავა.


მარინა თორდინავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩეს საჯარო სკოლის დირექტორი:


ჩვენი სკოლა საბაზოა. 3 მეცხრეკლასელი გვყავდა წელს. ისინი სხვა სკოლაში აგრძელებენ სწავლას. მათ აქვთ სამომავლო გეგმები, რომელთა განხორციელებაშიც წარმატებას ვუსურვებ.

არმენაკ ფოლორჩიან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოს საჯარო სკოლის დირექტორი:

წელს ჩვენთან  29 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. მათგან 15 აბარებს უნივერსიტეტში. დანარჩენების სამომავლო გეგმების შესახებ ზუსტად ვერ გეტყვით.

აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ვუსურვებ და მომავალში ასევე არჩეულ პროფესიაში განვითარებასა და წინსვლას. მთავარია გამოცდებზე არ ინერვიულონ და ცოდნის მაქსიმუმი წარმოაჩინონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება