სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
08-06-2023
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი თარიღები ყოველთვის აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ბავშვთა დაცვის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას შეუერთდა.

მეათეკლასელებმა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ამ დღის ისტორია გააცნეს და ბავშვთა უფლებებზე ესაუბრნენ.  უმცროსკლასელებმა მშვიდობის თემაზე ნახატები ღია სივრცეში შექმნეს. 

აქტივობებში ყველა დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

პროგრამას ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა, ხოლო 1950 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება