სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს 
07-06-2023
-
+


ბათუმის N13 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოებისა და სკოლის ხელმძღვანელობის ძალისხმევით, აქტიურად არიან ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში და იმავდროულად, გარემოსდაცვით პროექტებშიც დიდი ინტერესით მონაწილეობენ. ფაქტია - ბათუმის ნ13 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარემოს მოფრთხილებასა და მასზე ზრუნვას ასწავლიან - ცნობიერების ამაღლების მიზნით კი საინტერესო პროექტები და აქტივობები ტარდება.  

ამჯერად, მოსწავლეებმა გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნეს, საინტერესო, გარემოსდაცვით აქტივობაში ჩაერთნენ, ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღი 1972 წლის 15 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა. მიზანი საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მოქალაქეების ჩაბმაა გარემოს დასაცავად მიმართულ ქმედებებში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით „გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა“(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას.

აღნიშნული ინფორმაცია სკოლის სასწავლო ნაწილმა, ნატალია კეჭეხმაძემ მოგვაწოდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება