სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში ღვაწლმოსილი თანამშრომლების გაცილების ღონისძიება გაიმართა
06-06-2023
-
+


ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში მასწავლებლები ერთმანეთის შრომას, სასწავლო პროცესში ჩადებულ ენერგიასა და მიღწევებს აფასებენ. 

ამ ყველაფერს კი მოსწავლეებიც ხედავენ და მაგალითს მათგან იღებენ, რაც პირველ რიგში, ღირსეულ მოქალაქეებად აყალიბებთ. გიმნაზიში არსებული მეგობრული გარემო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. 

გიმნაზიაში, 5 ივნისს, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის და წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის რექტორის, მეუფე მელქისედეკის (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით, ღვაწლმოსილი პედაგოგების - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - ნელი შარიქაძის, მათემატიკის პედაგოგის - ინეზა კელენჯერიძისა და გიმნაზიის ბიბლიოთეკარის - შურა ლაცაბიძისადმი მიძღვნილი გაცილების საღამო გაიმართა. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მათ ღვაწლზე ისაუბრეს, სხვადასხვა ნომერი შეასრულეს და თავი გამოიჩინეს. ღვაწლმოსილი თანამშრომლები გიმნაზიიდან პატივითა და სიყვარულით, ემოციურად გააცილეს, წარმატებები უსურვეს და მომავალი თაობისთვის გაწული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. 

აღსანიშნავია, რომ მათ ღვაწლს სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი ნათლად ხედავს და აფასებს. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება