სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გამოცდის გადავადება არ გამოხატავს სტატუსის ამაღლების მსურველთა ინტერესებს... სამინისტროს კონსულტაცია არ გაუვლია პედაგოგთა ყველაზე დიდ ჯგუფთან“
02-06-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით, წამყვან-მენტორობის მსურველთა გამოცდა 2023 წელს არ ჩატარდება; ამილახვარის განმარტებით მთავარი ამოცანაა „განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რაც პირველ რიგში მასწავლებლის პროფესიის აღიარებით, დაფასებით და მათთვის შესაბამისი სამუშაო გარემოსა და პირობების შექმნით უნდა დავიწყოთ. მიმდინარე ეტაპზე მასწავლებლები პორტფოლიოების შეფასების ეტაპს გადიან, რომელიც დამატებით მოგვცემს საშუალებას სწორად გავაანალიზოთ საჭიროებები.

წამყვან-მენტორობის გამოცდა წელს აღარ ჩატარდება - განათლების მინისტრი სტატუსის ამაღლების მსურველებს მიმართავს

აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელ უნარების გამოცდაზე რეგისტრაცია გადავადდეს 2024 წლის დასაწყისში. თუმცა, ეს პროცესი არ შეაფერხებს დაანონსებულ ვადებს და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მათ მიეცემათ სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა“.

გამოცდის გადავადებას ეხმაურება პედაგოგთა პროფკავშირიც; განცხადებას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის გაუგებარია მასწავლებელთა რომელი ჯგუფის ინიციატივით გადაიდო წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდა 2024 წლამდე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონსულტაციები არ გაუვლია მასწავლებელთა ყველაზე დიდ „ჯგუფთან“ - პადაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან.

მიგვაჩნია, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსის ასამაღლებელი უნარების გამოცდის რეგისტრაციის, შესაბამისად, გამოცდების გადადება არ გამოხატავს სტატუსის ამაღლების მსურველ მასწავლებელთა ინტერესებს.

რატომ ფერხდება მასწავლებელთა კარიერული წინსვლის, ისედაც დროში გაწელილი პროცესი, აჩენს ბევრ კითხვას.

ველოდებით დეტალურ განმარტებებს“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

სკოლები

მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

 

„ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და მრავალ ღირსეულ აღიარებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება