სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

100 ვაკანსია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები - სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
02-06-2023
-
+


განათლების ხარისხის განვითრების ცენტრის ინფორმაციით, ცხადდება კონკურსი პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის შერჩევის მიზნით; აღსანიშნავია, რომ ჯამში არის 100 ვაკანსია.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტის სტატუსის მქონე ექსპერტთა ჯგუფის წევრის საქმიანობის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/პროგრამის ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და დასკვნის პროექტისა და საბოლოო სახით ჩამოყალიბებული დასკვნის მომზადება. ამ მიზნით ექსპერტთა ჯგუფის აღნიშნული წევრის ფუნქციებს წარმოადგენს:

„ა) პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მიზანთან (დაწესებულების ავტორიზაცია, პროგრამის დამატება, მონიტორინგი და ა.შ.) დაკავშირებული ცენტრის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლა და გაანალიზება ვიზიტის განხორციელებამდე; ბ) შესწავლილი დოკუმენტაციის შესაბამისად შენიშვნების, მოსაზრებების და შეკითხვების მომზადება და ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გაზიარება თავმჯდომარესთან შეთანხმებული ფორმით; გ) ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება; დ) დაწესებულებაში ვიზიტის პერიოდში, დაწესებულების თვითშეფასებაში/განაცხადში/თვითშეფასების ანგარიშში ასახული ინფორმაციის რეალობასთან და ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, შემდეგი აქტივობების განხორციელება: დ.ა) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან (პროფესიული სტუდენტი, კურსდამთავრებული, მშობელი/მეურვე, პრაქტიკული კომპონენტის განმახორციელებელი პირები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ა.შ.) ინტერვიუს ჩატარება; დ.ბ) დაწესებულების ინფრასტრუქტურის, მატერიალურ-ტექნიკური რესურსის და პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების ობიექტების (სასწავლო საწარმო, საწარმოო პრაქტიკის ობიექტი) დათვალიერება; დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტის მიმდინარეობისას დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, დადგენილი წესის შესაბამისად; დ.დ) ძირითადი მიგნებების შესახებ ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან ინფორმაციის გაზიარება და განხილვა; დ.ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაციის დასკვნის პროექტში ასახვა; დ.ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისთვის აუცილებელი სხვა აქტივობების განხორციელება; ე) დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ვ) დასკვნის პროექტზე დაწესებულების არგუმენტირებული პოზიციის გაცნობა და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენა პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე; ზ) დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება; თ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა“.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

 

„ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და მრავალ ღირსეულ აღიარებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება