სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რუსთავის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში მონაწილეობდნენ 
31-05-2023
-
+


რუსთავის N21 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წარმატებულ მომავალსა და განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ. შედეგად, მოტივირებული მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობაში ერთვებიან. 

ამჯერად, მე-6ბ კლასის მოსწავლეები - ლუკა ფეიქრიშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, ბარბარე დვალიშვილი და ეკატერინე ინასარიძე, ნინო ჩაჩანიძის ხელმძღვანელობით, „ითვინინგის“ საერთაშორისო პროექტში - „დიზაინი და ტექნოლოგიები/გრაფიკული დიზაინი“, მონაწილეობდნენ. 
 
როგორც სკოლაში ამბობენ, TINKERCARD-ის პლატფორმაზე სავალდებულო აქტივობების განხორციელების შედეგად, მათ ციფრული, მულტილინგვალური და საინჟინრო კომპეტენციები განივითარეს. TINKERCARD-ის პროექტის ფარგლებში, 3D დიზაინის საშუალებით, სხვა დავალებებთან ერთად, შეიქმნა ერთობლივი სკოლის ბაღი.

ამ ინიციატივის განხორციელებაში ესპანეთის IES El Prat in Torreblanca (Castellò), თურქეთის Kızılca Ortaokulu in Gümüşhacıköy (Turkey), რუმინეთისა Liceul Tehnologic Tomis in Constanţa (Romania) და საქართველოს LEPL Rustavi N21, Rustavi (Georgia) სკოლები მონაწილეობდნენ. 

თურქმა მონაწილეებმა სკოლა შექმნეს, შემდეგ ესპანელებმა დაამატეს ბაღი, ხეები და ყვავილები, რუმინელებმა კი მოსწავლეები. რუსთავის N21 საჯარო სკოლის მოსწავლეების ვალდებულება სკოლის ეზოშო ფანტანის გაკეთება იყო. 

მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს დასკვნით შეხვედრაში, რომელიც „ზუმში“ გაიმართა. მათ, მონაწილე ქვეყნებიდან თანატოლებთან ერთად, ინგლისურად ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე და მის სარგებელზე. აგრეთვე, მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილეთა ასაკი იყო 11-დან 17 წლამდე იყო. ის ესპანელების ინიცირებული იყო.

„რუსთავის N21 საჯარო სკოლის მონაწილეები მადლობას ვუხდით TINKERCARD-ს „ითვინინგის“ პროექტის თურქეთის, ესპანეთისა და რუმინეთის გუნდებს უწყვეტი კომუნიკაციისათვისა და დახმარებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

ფურტიოს სკოლიდან ღონისძიებაში ჩაერთნენ პედაგოგი ციური ბათნიძე და მოსწავლეები - ელენე ხილაძე, ლანა ხილაძე, საბა ბერიძე, ქრისტინა ბერიძე დ მარი დიასამიძე

პირველკლასელებმა პირველი ნერგები სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქვემო მახოში ახალ გაკეთებულ სკვერში დარგეს

ნაფიჩხოვოს თემის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოდგომის თემატიკაზე შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება