სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თელავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საერთაშორისო პროექტში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს
14-11-2016
-
+


თელავის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საერთაშორისო პროექტში, ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურეს. სულ კონკურსში 12 ქვეყნის გუნდი მონაწილეობდა.



ამასთან დაკავშირებით “Etaloni.ge”თელავის N4 სკოლის ქიმიის მასწავლებელს მაია ფიცხელაურს გაესაუბრა.

საიდან შეიტყვეთ პროექტის შესახებ?

საერთაშორისო პროექტ ,,ჯაჭვური რეაქციის’’ შესახებ შევიტყვეთ კოლეგებისგან და ინტერნეტ სივრციდან. საქართველოში პროექტს ხელმძღვანელობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ბიოლოგიის მასწავლებელ ეკა გურგენაშვილთან ერთად გავიარე გასაუბრება ქალბატონ მარიკა კაპანაძესთან და ეკატერინე სლოვინსკთან. საქართველოს მაშტაბით შეარჩიეს ხუთ გუნდი მათ შორის    თელავის მეოთხე საჯარო სკოლა.

სასწავლო წლის დაწყებისთანავე მოსწავლებს  მივაწოდეთ ინფორმაცია პროექტის შესახებ. მათი სურვილების მიხედვით ამ პროექტის განსახორციელებლად შევქმენით  მოსწავლეთა გუნდი.

როგორ აარჩიეთ პროექტის თემები?

გუნდმა პროექტის მიერ მოწოდებული მოდულებიდან შეარჩია 2 მოდული:  „გამოვკვებოთ მსოფლიო“  და  „თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება.“ მოსწავლეთა უშუალო მონაწილეობით  დავსახეთ პროექტის მიზნები,  ამოცანები,  ამ ამოცანების გადაჭრის შესაბამისი საქმიანობები.

რამდენი ხანი მუშაობდით პროექტზე?

პროექტის ჯგუფი 5-6 თვის განმავლობაში ანხორციელებდა ძალიან საინტერესო შემეცნებით და პრაქტიკულ მუშაობას.

როდის წარადგინეთ თქვენი ნამუშევარი და რა შეფასებები მოჰყვა მას?

27 თებერვალს თელავის  მეოთხე საჯარო სკოლის პროექტის გუნდი პრეზენტაციით წარსდგა  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  მიერ ჩატარებულ  მესამე ეროვნულ კონფერენციაზე, რომელზეც  მოდულმა  „თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება“ პირველი ადგილი დაიკავა და მოიპოვა საგზური ამავე პროექტის ფარგლებში ბულგარეთში  გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე გასამგზავრებლად.

სულ რამდენი გუნდი მონაწილეობდა კონფერენციაზე?

კონფრეციაზე, რომელზეც  12 ქვეყნის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდა ჩვენმა გუნდმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა  პრეზენტაციის, კომუნიკაციის და  ესთეტიკური თვალსაზრისით. იყო მეგობრული შემოთავაზება  ბულგარეთის, თურქეთის, საბერძნეთის, იტალიის  გუნდების მხრიდან ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. მოსწავლეები აცნობიერებდნენ, რომ მეცნიერების და ტექნოლოგიების მიღწევები არ არის ერთი რომელიმე ქვეყნის საკუთრება. რომ ამ მიღწევათა დადებითი და უარყოფითი შედეგები გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე.

რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?               

შთაბეჭდილება უდიდესია. დაუღალავი შრომა ყველა სურვილის  ასრულების შესაძლებლობას იძლევა. 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება