სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში მოსწავლეებისთვის გამოცდები ბრუნდება? - ამილახვარის განმარტება
06-06-2023
-
+


განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სკოლებში ეროვნული შეფასების დანერგვაზე ისაუბრა და აღნიშნა, სკოლებში შეფასება არ გვაქვს.

„რა თქმა უნდა, არის საგნობრივი გამოცდები, მაგრამ ის რომ ვთქვათ, მე-6, მე-9, მე-12 კლასის ბოლოს გავზომოთ ბავშვების ცოდნა, დღეს არ გვაქვს. ამიტომ, ვიწყებთ მუშაობას სკოლებში ეროვნულ შეფასებაზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას გავზომოთ ბავშვების ცოდნა“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ შეფასების კუთხით სიახლეები დაახლოებით 2 წელში დაინერგება.

„დღეს რთულია იმის თქმა, თუ რა იქნება ეს - შეიძლება იყოს გამოცდა, შეიძლება იყოს ტესტი, შეიძლება იყოს ე.წ. GPA-ს დათვლის მეთოდოლოგია. დაახლოებით აქ ვართ. ამასთან ბმაშია ეროვნული გამოცდები. თამამად ვიტყვი, რომ ეროვნულმა გამოცდებმა უდიდესი მნიშვნელობა და როლი შეასრულა განათლებაში და ასრულებს დღემდე, მაგრამ ასევე მწიფდება მოსაზრება სამეცნიერო, საგანმანათლებლო, აკადემიურ წრეებში - ხომ არ საჭიროებს გამოცდები მოდიფიცირებას, განვითარებას? ეს პირდაპირ უკავშირდება იმ შეფასების მექანიზმს, რომელსაც შევქმნით სკოლებში. ეს არის დაახლოებით ორწლიანი პროგრამა. ვფიქრობთ, რომ 2 წელიწადში უკვე გვექნება სიახლეები ამ კუთხით“, - განაცხადა მინისტრმა.


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება