სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის გაზაფხულის სეზონი წარმატებით დაიწყო
18-05-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ 2023 წლის გაზაფხულის პერიოდის ფარგლებში დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. 18 მაისს კონკურსის პირველი ეტაპი გურჯაანის, ქარელის, ახმეტის, ასპინძისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კონკურსი კვლავაც სამ ეტაპად წარიმართება: პირველ ეტაპზე ტესტირებები კლასების მიხედვით ჩატარდება, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები კი ერთმანეთს „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან. 

აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონისგან“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდება.

პირველი ეტაპის ტესტირების შესახებ  გურჯაანის, ქარელის, ახმეტის, ასპინძისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების სკოლების ხელმძღვანელმა ისაუბრეს და პროექტის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი:

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი მექვაბიძე: 

ძალიან კმაყოფილები ვართ. მეორე ეტაპზე ჩვენი ორი მოსწავლე გადავიდა და ახლა შედეგს ველოდებით რას იზამენ. წლების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ „ეტალონი“ საჭირო პროექტია, რომელიც მოსწავლეებს თავიანთი ცოდნის წარმოჩენის საშუალებას აძლევს. აჩვევს სწრაფ აზროვნებას და სხვადასხვა ტიპის მნიშვნელოვანი უნარების განვითარებაში ეხმარება . 

მაქსიმალურად ვეცადეთ ჩაგვერთო მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები, რათა ერთის მხრივ მიეღოთ გამოცდილება და მეორეს მხრივ დაენახათ, რა იციან და როგორია მათი ცოდნის დონე. 


გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის N4 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ნონეშვილი:

ჩემპიონატმა წინა წლების მსგავსად მოსწავლეებში წელსაც დიდი ინტერესი გამოიწვია. კითხვები საინტერესო და ზომიერად რთული იყო, ვერ ვიტყვით, რომ მარტივი იყო. ონლაინ ტესტირების ფორმატი მოსწავლეებისთვის ერთის მხრივ საკმაოდ მოსახერხებელია, ბავშვებს არ უწევთ სპეციალურად სადმე მისვლა. სკოლაში გვქონდა მოწყობილი სივრცე და მეთვალყურის დახმარებით ჩატარდა პირველი ეტაპი. ის მოსწავლეები რომლებიც მეორე ეტაპზე გადავიდნენ ძალიან ბედნიერები და ამაყები იყვნენ შედეგით. ახლა მეორე ეტაპს ველოდებით და ვიმედოვნებთ კვლავ წარმატებული იქნება ჩვენი მოსწავლეების მონაწილეობა.


ახმეტის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ქეთევან მჭედლური:

ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა მოსწავლეებისთვის ასეთი აქტივობა, ეს არის ერთგვარი გამოწვევა და მოტივაციის მიმცემი ბავშვებისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ „ეტალონი“ ტარდებოდეს სკოლებში. ახლა მეორე ეტაპისთვის ემზადებიან ჩვენი მოსწავლეები და იმედი გვაქვს წარმატებული იქნება მათი მონაწილეობა. 
 

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლა დირექტორი, ლალი სოხაძე: 


ვფიქრობ, წარმატებით ჩაიარა „ეტალონის“ პირველმა ეტაპმა ჩვენს სკოლაში. როგორც მოსწავლეებმა მითხრეს, ნაკლებად კმაყოფილები არიან თავიანთი შედეგით და მეტის მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა ყველაფერი ხდება, შეიძლება ინერვიულეს და ამანაც იმოქმედა. მიუხედავად ყველაფრისა,  ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის აქტივობები მოსწავლეთა განვითარებისთვის, მათი ზოგადი განათლების გაუმჯობესებისა და აზროვნების განვითარებისთვის. 

წლებია ჩვენი სკოლა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობს და მოსწავლეები ყოველთვის სიხარულით იღებენ მონაწილეობას, უფროსკლასელების აქტივობა კი გავლენას ახდენს დაბალი კლასის მოსწავლეებზე და მათაც უჩნდებათ სურვილი. ამიტომ ვფიქრობ, ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის. 


დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ ოთარაშვილი: 

პირველი ეტაპი წარმატებით გავიარეთ და ჩვენი სკოლიდან 10 მოსწავლე გადავიდა მეორე ეტაპზე. მოლოდინი გვაქვს რომ მოსწავლეები კარგ შედეგს აჩვენებენ და შევძლებთ რომ კიდევ ერთხელ ვიამაყოთ ჩვენი ბავშვების წარმატებით.



ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„კანფეტივით თემები მოვიდა“ - ინგლისურის მეორე სესიის საკითხები

იზრუნელების“ წარმატების აღიარება ჩვენი პლატფორმის განუყოფელი ნაწილია!“

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები ცნობილია

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში

„პირდაპირ პასუხები იყო მოცემული“... - ინგლისურის გამოცდის პირველი სესიის საკითხებზე აბიტურიენტები საუბრობენ

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება