| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო დღეებს სთავაზობენ.
უჩვეულო და მეტად საინტერესო ქართული ენისა და ლიტერატურის პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა მეშვიდე კლასში.
პროექტ-გაკვეთილს, რომელსაც სკოლის დირექტორი და ამავე დროს მასწავლებელი მთვარისა ახვლედიანი ხელმძღვანელობდა, ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - სამშობლო ჩვენი კუთხიდან იწყება.
პროექტ-გაკვეთილი მოსწავლეებისთვის შემეცნებითთან ერთად შთამბეჭდავიც აღმოჩნდა, რადგან მოიცავდა სასწავლო ტურს.
მოსწავლეებმა მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ ლეჩხუმელ მებრძოლთა მემორიალი ცაგერის ცენტრში, ასევე - ლადო ასათიანის ბიუსტი პოეტის სახელობის სკვერში, ბოლოს კი ცაგერის მუზეუმს ეწვივნენ, სადაც ბევრ საინტერესო ექსპონატთან ერთად გაეცნენ ომში დაღუპული პოეტის, სევერიან ისიანისადმი მიძღვნილ გამოფენას.
სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი მუზეუმის ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს მასპინძლობისთვის მადლობას უხდის.
„დიდი მადლობა მუზეუმის ხელმძღვანელს, ქალბატონ ნატო ზაქარიაძეს და ყველა თანამშრომელს გულითადი მიღებისა და ამ კუთხით მოსწავლეთა ინტერესის კიდევ უფრო მეტად გაღვივებაში“,- აღნიშნავს მთვარისა ახვლედიანი.
აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექცია მიესალმება ასეთი შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარებას, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა აღზრდას მშობლიური კუთხის სიყვარულით, სამშობლოს დაცვის სურვილითა და წარსულის შესწავლისადმი ინტერესით.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში