| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა წახალისებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენასა და ფიზიკურ განვითარებას ემსახურება.
10 მაისს, მანავის საჯარო სკოლის სპორტულ მოედანზე IVა კლასის მოსწავლეთა შორის გაიმართა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“, რომელშიც მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მოსწავლეებს სპორტის მასწავლებელმა - ნანა ჩობალაურმა შესთავაზა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპორტის მასწავლებლის ორგანიზებული სპორტული აქტივობები კარგად იყო მომზადებული და ბავშვები ხალისით ასრულებდნენ, აქტივობების თანმიმდევრობა და სირთულე სწორად იყო გათვლილი მასწავლებლის მიერ, რომ არ გადატვირთულიყვნენ და სპორტულ მონაცემებთან ერთად, გონებრივი შესაძლებლობებიც გამოევლინათ.
„მშობელთა მონაწილეობამ კი უფრო გაახალისა ღონისძიება და სპორტულ ზეიმად გადააქცია, მხარდამჭერთა გამამხნევებელი ბანერები და შეძახილები ემოციურად აძლიერებდა გუნდებს, იგრძნობოდა მეგობრული დამოკიდებულება, გუნდურობა და კლასის მზაობა მსგავსი შეჯიბრებების ჩატარებისას წესრიგი და კეთილგანწყობა არ დარღვეულიყო, აქტივობები სკოლის ახალი სპორტული ინვენტარის გამოყენებით წარიმართა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში