| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, საინტერესო პროექტები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით, პროექტი - „დედამიწა ჩვენი სახლია“ განახორციელეს.
პროექტის ფარგლებში, სკოლაში, ასევე საინტერესო აქტივობები ჩატარდა.
სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ფილმების ჩვენება-განხილვა (ბოცო და გვანცა, კაცი რომელიც ხეებს რგავს) მოეწყო.
მოსწავლეებმა ასევე ასფალტზე შექმნეს ნახატები თემაზე - „დამეხმარე ბრუნვაში“.
მათ გარემოსდაცვით თემასთან დაკავშირებით, ბუკლეტები დაამზადეს, თემში დაარიგეს და ეკოლოგიურ საკითხებზე გაესაუბრნენ მოსახლეობას.
პროექტის დასასრულს კი მოსწავლეებმა სკოლის ფოიეში ნახატების გამოფენა მოაწყვეს.
პროექტს ხელმძღვანელობდა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ანჟელა ჩუბინიძე.
აღნიშნულ აქტივობებში მოსწავლეები მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში