სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართული ენის დღესასწაული მუხრანის N1 საჯარო სკოლაში 
16-05-2023
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი მოვლენები და თარიღები აქტიურად აღინიშნება.

გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა.

სკოლის ორივე კამპუსში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის პროგრამით გათვალისწინებული ორი დასკვნითი ღონისძიება მოეწყო. 

1-ელ კამპუსში ვიქტორინა-კონკურსი - „ჩვენი ენა ქართული“ გაიმართა, რომლის ხელმძღვანელი სკოლის ბიბლიოთეკარი: ა. რუსაძე გახლვათ, ხოლო მე-2 კამპუსში II გ კლასის მოსწავლეთა ღონისძიება - „იბერის ენავ, ენავ თამარის...“, რომლის ხელმძღვანელი მ. შარიფაშვილი გახლდათ.

ვიქტორინა-კონკურსში,  სკოლის X-XI კლასების ექვსი გუნდი მონაწილეობდა.

ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელსაც სკოლის დირექტორი: სოფიო კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა, გამარჯვება XI ა კლასის გუნდმა მოიპოვა.

„აღსანიშნავია, რომ კონკურსის ყველა მონაწილე მეტად კმაყოფილი დარჩა, მათ ესთეტიკურ სიამოვნებასთან ერთად, სულიერი საზრდო მიაწოდეს გონებას და კიდევ ერთხელ აიმაღლეს ცოდნის დონე“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებამ, რომელიც ტრადიციულად ქართული სიტყვის და სიმღერის სხვადასხვა ნომრებით იყო გაჯერებული (შემსრულებლები: ს. მამაგეიშვილი; ნ. ზარიაშვილი; ნ. მამაგეიშვილი; ბ. გავაკეთაშვილი)  დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

სკოლის დირექტორმა გამარჯვებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს - კონკურსში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელები გადასცა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ასევე, არანაკლებ შთამბეჭდავი იყო მეორეკლასელთა ღონისძიება.

„ღონისძიებაზე, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები ერთმანეთს ენაცვლებოდა და მან ქართული ენის მოყვარულებს კიდევ ერთი ლამაზი დღე აჩუქა - პატარებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე კიდევ ერთხელ ასახელეს სკოლა და მასწავლებლები“, - გვიყვებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება