| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ.
მათ შორისაა, ქალბატონი ნათია ხიჯაკაძე, რომელიც საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირის ორგანიზებულ ლიტერატურულ კონკურსში - „მივიწყებული სახელები“ მონაწილეობდა. პედაგოგმა ნომინაციაში - „საუკეთესო თხზულება“ გაიმარჯვა.
კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება რუსთავში გაიმართა, სადაც პედაგოგს თხზულებისთვის - „დასაბრუნებელი ვალი“ სერტიფიკატი გადაეცა.
„ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი გამორჩეული, უზომო ემოციებით, პოზიტივით, ნიჭიერებით, სიხარულით სავსე დღე!!! უღრმესი მადლობა, იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირს და მის ხელმძღვანელს, ბატონ გარი ჩაფიძეს, ამ არაჩვეულებრივი ინიციატივისთვის, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაყვალა გონაშვილს და სხვა საპატიო სტუმრებს შეხვედრის დღესასწაულად ქცევისთვის, თითოეულ მონაწილე პედაგოგს საოცარი ისტორიების გაზიარებისთვის, ჩემს ლეღვანის საჯარო სკოლას და დირექტორს, ქალბატონ მანანა კიკვაძეს ამ კონკურსში მოხვედრის ბედნიერებისთვის!!! ვთვლი, რომ ამ კონკურსის ყველა მონაწილე გამარჯვებულია, რადგან ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა საზოგადოებას გავაცნოთ უამრავი ღირსეული ადამიანის საოცარი ისტორია, რომელთა ღვაწლის არდავიწყება და საზოგადოებისათვის შეხსენება ძალიან დიდ საქმედ მიმაჩნია! ბედნიერი ვარ, რომ ამ არაჩვეულებრივი წიგნის ფურცლებს, სხვა ბევრ ღირსეული კონკურსანტის ნამუშევრებთან ერთად, ჩემი მოკრძალებული თხზულებაც - „დასაბრუნებელი ვალი“ ამშვენებს“, - აღნიშნავს პედაგოგი, ნათია ხიჯაკაძე.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში