სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხრანის N1 საჯარო სკოლაში პროექტი - „მკითხველთა კლუბი“ განხორციელდა
16-05-2023
-
+


ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებასა თუ პროექტში რთავენ. 

საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის ხელშეწყობით, ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი -  „მკითხველთა კლუბი“. აღნიშნულ პროექტს კოორდინაციას უწევდნენ ამავე სკოლის პედაგოგი ია დალაქიშვილი და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საბალაკავრო-სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები. პროექტში მონაწილეობდნენ VI კლასის მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ მკითხველთა კლუბის სლოგანმა - „ადამიანებს სიკეთე, მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა აერთიანებთ“ მოსწავლეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

პროექტის ფარგლებში მკითხველთა კლუბის წევრებმა წაიკითხეს:

  • ნოდარ დუმბაძის „ჰელადოსი“;
  • ანა ლაშხნელი-ონიანის „აკვანი“;
  • ონჯალი რაუფის „გმირი ღამის ავტობუსში“.
მოსწავლეებმა დაამზადეს მკითხველთა კლუბის პლაკატი, წაკითხული ტექსტების საფუძველზე შეიქმნა: კომიქსი, დიორამები, მაკეტი, ასოციაციური ნახატები, სააზროვნო რუკები (წიგნის საათი).

„პროექტმა ხელი შეუწყო სკოლის, უმაღლესი სასწავლებლის და საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობას, ამაღლდა მოსწავლეთა მოტივაცია და შეიქმნა გაცილებით ეფექტიანი სასწავლო გარემო. პროექტის ძირითადი მიზანი წიგნის შეყვარება იყო; მოსწავლეებმა ხშირად რომ იკითხონ, სიღრმისეულად გაიაზრონ წაკითხული; გააკეთონ რეფლექსია და იმსჯელონ; ისწავლონ ურთიერთობა და თანამშრომლობა; განუვითარდეთ ზეპირმეტყველების, კრიტიკული აზროვნების, დისკუსიის, წერისა და ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარები“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება