სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში იღებს მოსწავლე სიღრმისეულ ცოდნას და რა ევალებათ ამ მხრივ სკოლებს?
14-05-2023
-
+


სწავლება ეფექტურია მაშინ, როდესაც მოსწავლეს მიღებული ინფორმაციის ცხოვრებაში გამოყენება შეუძლია. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა პირდაპირ ავალდებულებს სკოლებს და მასწავლებლებს, უზრუნველყონ სიღრმისეული სწავლება.

უფრო კონკრეტულად რა მოიაზრება სიღრმისეულ სწავლებაში და რა ევალება ამ მხრივ სკოლებს? - ამ კითხვებზე პასუხი ესგ-შია.

„სკოლა ვალდებულია, უზრუნველყოს სიღრმისეული სწავლება: სასწავლო მასალის ეტაპობრივად და მრავალმხრივად მიწოდება, ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტებში განხილვა, საგანთაშორისი კავშირების გამოვლენა და საერთო ასპექტების დამუშავება“, - განმარტებულია დოკუმენტში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სწავლების პროცესი ცოდნის სამივე კატეგორიას უნდა მოიცავდეს: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

დეკლარატიული ცოდნა გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების, კანონებისა და პრინციპების თეორიულ ცოდნას. ის პასუხობს შეკითხვას - რა ვიცი? პროცედურული ცოდნა ქმედებათა თანამიმდევრობის ცოდნას მოიაზრებს და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას პროცედურების დონეზე. ის პასუხობს შეკითხვას - როგორ გავაკეთო?/როგორ შევასრულო? პირობისეული ცოდნა კი გულისხმობს დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის გამოყენების პირობების გააზრებას. ცოდნის ამ საფეხურზე მოსწავლეს შეუძლია საგნების, მოვლენების, სიტუაციების გააზრება და ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გადატანა. პირობისეული ცოდნა პასუხობს შეკითხვებს: როდის, რა შემთხვევაში? რატომ?


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

EMIS-ის მომსახურებები ფასიანი ხდება – მინისტრის ბრძანება ძალაშია

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

მოსწავლეებმა Microsoft Word-ის გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნეს გაკვეთილების ცხრილები

საინტერესო

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება